x
image
რომეო
92 წლის დონა მარია ჯილოს რჩევები - "როგორ დავრჩეთ ახალგაზრდა?"

imageდონა მარია ჯილო 92 წლის არის. ის მინიატურულია და ძალიან ელეგანტური. დილის 8 საათზე უკვე გამოწყობილია, ვარცხნილობა გაკეთებული აქვს და მიუხედავად სუსტი მხედველობისა, დახვეწილი მაკიაჟიც სულ აქვს გაკეთებული.
აი, რა უპასუხა მხცოვანმა ლამაზმანმა კითხვაზე: "როგორ დავრჩეთ ახალგაზრდა?"
1. არ იფიქრო ციფრებზე, რომლებიც უმნიშვნელოა. ციფრებში შედის ასაკი, წონა და სიმაღლე. დაე, ექიმებმა ინაღვლონ ამაზე.
2. იახლობლე მხოლოდ მხიარულ ადამიანებთან. უკმაყოფილო და წუწუნა ადამიანები უკან დაგხევენ ცხოვრებაში.

3. გააგრძელე სწავლა. მეტი გაიგე კომპიუტერებზე, ხელობებზე, მებაღეობაზე – რაზეც გენებოს, იმაზე.

4. დააფასე ყველა წვრილმანი.

5. ხშირად იცინე, ხმამაღლა და დიდხანს. იცინე, მანამ სუნთქვა შეგეკრება. და თუ გყავს ისეთი მეგობარი, რომელიც ბევრს გაცინებს, მეტი დრო გაატარე მასთან.

6. ცრემლებიც იქნება. იგლოვე, გამაგრდი და გააგრძელე ცხოვრება. ერთადერთი ადამიანი, რომელიც შენთან ერთად დარჩება მთელი ცხოვრება – ეს თავად შენ ხარ. იცხოვრე, მანამ ცოცხალი ხარ.

7. გარშემო შემოიკრიბე ყოველივე ის, რაც გიყვარს. იქნება ეს ოჯახი, ცხოველები, მცენარეები, ჰობი თუ სხვა რამ.

8. შენი სახლი – შენი თავშესაფარია. გაუფრთხილდი მას!

9. გაუფრთხილდი შენს ჯანმრთელობას. თუ კარგია - შეინარჩუნე, თუ მერყევი – მიმართე დახმარებას.

10. ნუ დაბრუნდები იქ, სადაც დამნაშავედ გრძნობდი თავს. იარე მაღაზიებში, სხვა ქვეყანაშიც კი წადი, ოღონდ არა იქ, სადაც ოდესღაც სინდისი გქენჯნიდა.

11. უთხარი საყვარელ ადამიანებს, თუ როგორ გიყვარს ისინი და გამოიყენე ნებისმიერი მომენტი, რომ იყო მათთან ერთად.

0
90
შეფასება არ არის
ავტორი:რომეო
რომეო
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0