x
image
მალო 777
ანაკლიასა და ბათუმში უცხოური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდება

imageსაქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ანაკლიასა და ბათუმში ელექტრონული მუსიკის -''კაზანტიპის'' და ''კრიმფესტის'' ანალოგი ფესტივალის ჩატარებას გეგმავს.ფესტივალი სავარაუდოდ ივლისში გაიმართება.ცნობილია, რომ ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად ჩატარდება სხვადასხვა შინაარსის გასართობი ღონისძიებები, სანაპიროზე მოეწყობა გესთაუზები, კონტეინერები, კარვები.ელექტრონული მუსიკის ანაკლიასა და ბათუმში ჩატარების მიზნებზე ისაუბრა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი სიგუამ: ''ფესტივალების ჩატარების მთავარი მიზანი ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის გაზრდაა.ყირიმში ორი, ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი ტარდებოდა.კერძოდ, ''კრიმფესტისა'' და ''კაზანტიპის'' ფესტივალი.უკრაინულ პრომოუტერულ კომპანიებთან შეთანხმება მიღწეულია, რომ ''კაზანტიპის'' ანალოგი ფესტივალი ჩატარდება ანაკლიაში, ხოლო ''კრიმფესტის'' ანალოგი ორდღიანი ფესტივალი ჩატარდება ბათუმში, სადაც წარმოდგენილი იქნება 10 ევროპელი მომღერალი ვარსკვლავი.'' პრესკომფერენციაზე გიორგი სიგუამ აღნიშნა, რომ სურს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყირიმში ჩამსვლელი ტურისტები საქართველოში ''გადმოქაჩოს''.image

3
36
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მალო 777
მალო 777
36
  
2014, 14 ივლისი, 23:33
მე მსუბუქ ნარკოტიკებზე ვლაპარაკობ მაგალითად მარიხუანა
2014, 14 ივლისი, 22:44
სასმელი არ მოაკლდებათ :DDაუცილებელი არ არის ნარკოტიკები მიიღონ ...
2014, 14 ივლისი, 21:04
ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება აკრძალეს და მაგრად გადმოქაჩავენ:)) კაზანტიპზე ექსტაზს მაინც რო ვერ დალევ კაცი:D მეორე დღესვე უკან გადაიქაჩებიან ის ტურისტები
0 1 3