მოვლენები თბილისის მოდის კვირეული დაბრუნდა 2014, 25 აპრილი, 0:16 ზუსტად ერთწლიანი შესვენების შემდეგ თბილისის მოდის კვირეული დაბრუნდა.მოდის კვირეული 6-დან 10 მაისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონის ძიებას ამჯერად ვარდების ბაღი უმასპ ინძლებს, სადაც კვირეულისთვის მოწყ ობილ სივრცეში, ჩვენებებთან ერთად სხვა ღონისძიებებიც გაიმართება. თბილისის მოდის კვირეულის ძირითად პროგრამაში 20-მდე ქართველი დიზაინერის ჩვენება მოეწყობა: ავთანდილი, ატელიე მატერია, დათუნა სულიკაშვილი, გიორგი შაღაშვილი, გოლა დამიან(დალოოდ ჯგუფი), ატელიე კიკალა, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, თეონა გარდაფხაძე, სალომე ამანათიშვილი. უკვე სახელგანთქმულ დიზაინერებთან ერთად, წელს ახალი სახეებიც გამოჩნდებიან: მარიამ მახარაძე, მარიამ გვასალია, MACH & MACH და დიანა ქვარიანი.ასევე ჩატარდება დამწყებ დიზაინერთა კონკურსი, რომლის ჟიურიში უცხოელებიც იქნებიან.მათ შორის, იტალიელი მოდის კონსულტანტი ჯანი ფონტანა და სერენა ტოფეტი, რომლებიც გამარჯვებულს სპეციალური პრიზით დააჯილდოვებენ.კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება მასტერკლასები, მასზე დასწრების უფლება კი ყველას ექნება. მოდის კვირეულის დღეებში მოეწყობა ფოტოგრაფ ირაკლი ღუღუნიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. და ბოლოს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე - თბილისის მოდის კვირეულს წელს თავისი დღიურები ექნება ბლოგის სახით, რომლის ავტორებიც არიან Kate's Cool Attitude . დღიურებში განთავსდება ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო მასალა, ინტერვიუები და ჩვენების შეფასებები, სტუმრების კომენტარები და სხვადასხვა საინტერესო მასალა. ღონისძიების პარტნიორები :ჯორჯიან ივენთსი, დეკერტ ჯორჯია, სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი. სპონსორები:სავაჭრო სახლი გოლეტიანი, ნოკია იქსი, ორიფლეიმ ჯორჯია, ''აუთდორ ჯი'', იმიჯაკადემია ''ნატალი''. მხარდამჭერები:თბილისის მერია, სამხატვრო აკადემია. ოფიციალური მასპინძელი - მეიდან ჯგუფი. 26 4-ს მოსწონს
|