შოუბიზნესი თამთა გოდუაძის 1-ლი ინტერვიუ ქართულ პრესაში, 2005 წელი, "ვარსკვლავები" 2014, 7 მაისი, 15:34 თამთა გოდუაძის 1-ლი ინტერვიუ ქართულ პრესაში 2005 წლის ბოლოს "ვარსკვლავებში" გამოქვეყნდა (გთავაზობთ აღნიშნული ინტერვიუს სრულ ვერსიას)
„სუპერ აიდოლი”. „ოქროს გოგონა” და ყველაზე მხიარული რესაპოდენტი, აი ასე ასათაურებენ საბერძნეთის წამყვანი ჟურნალ-გაზეთები. ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე უკვე დიდი ხანია საბერძნეთში მოღვაწეობს. თამთას ბერძნულ შოუ-ბიზნესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ის ცნობილი და ხალხისათვის საყვარელი მომღერალია. ის სატელევიზიო მუსიკალური კონკ-ის „სუპერ აიდოლის” მეორე ადგილის მფლობელია. ამ კონკურსში ხუთი ათასი ბერძენი მომღერალი მონაწილეობდა. თამთა ხშირად იქცევა უცხოელი პროდიუსერების ყურადღების ცენტრში. იღებს საინტერესო წინადადებებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს: „არ მეჩქარება მიყვარს სიძნელეები”. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ის ყოველ ღამეს ცოცხლად მღერის ათენის ერთ-ერთ პრესტიჟულ ღამის კლუბ „თალასაში”. მას შორს მიმავალი გეგმები აქვს; ამ და სხვა საინტერესო თემებზე გთავაზობთ ექსკლუზიურ და პირველ ქართულ ინტერვიუს თამთა გოდუაძესთან. - თამთა პოპულარობა როგორ ხასიათზე გაყენებს. შეგცვალა თუ?... - (იცინის), არა, არ შემცვალა მინდა გითხრა, რომ მე ისევ ის ჩვეულებრივი თამთა ვარ, როგორიც სამი წლის წინათ ვიყავი, როდესაც პირველად ჩამოვედი საბერძნეთში. ჩემს ხასიათში არაფერი შეცვლილა, არავის ზემოდან არ ვუყურებ, არ ვარ ამპარტავანი, ამაყი და ა.შ. ეს მარაზმია, ხოლო რაც შეეხება პირდაპირ კითხვას, რა თქმა უნდა, კარგ ხასიათზე მაყენებს. (იცინის). - თამთა, შენ ყველა გიცნოს საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, თუმცა მაინც ნაკლები იციან შენს შესახებ. - დავიბადე თბილისში, გავიზარდე პლეხანოვზე. ძალიან მიყვარს და მენატრება ჩემი თბილისი, საქართველო, ჩემი უბანი. სიმღერის ნიჭი ბავშვობიდან აღმომაჩნდა. ეს ქალბატონი თამ რიკო ჭოხონელიძის დამსახურებაა და დედასთვის უთქვამს ამ ბავშვს მიხედეთო (იცინის). ოთხი წლისა ავმღერდი, ხოლო ცოტა მოგვიანებით მიკროფონით ხელში პროფესიონალურ სცენაზე გამოვდიოდი. დავამთავრე სუხიშვილების ქორეოგრაფიული სტუდია, ვმღეროდი ვოკალურ ინსტრუმენტულ ანსამბლ „ნერგებში”. სტუდია „პრესტიუ-შოუ” ქალბატონ მანანა თოდაძესთან ერთად. მინდა ისიც ავღნიშნო, რომ ქალბატონ მანანას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებებში. იგი ჩემი დიდი მასწავლებელია. დავამთავრე ი. ჭავჭავაძის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული და ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი. შვიდ წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს გავშორდი. მყავს ერთი შვილი ანი. ცხოვრება გრძელდება. - სატელევიზიო კონკურსში „სუპერ აიდოლი” - 2004. როგორ მოხვდი, როგორც ვიცი, ეს ისე შემთხვევით მოხდა... - ეს დედაჩემის და მისი მეგობრების ბრალია (იცინის) ეს მათი დაჟინებული თხოვნით მოხდა, რომ მიმეღო მონაწილეობდა ამ ტელე-კონკურსში. არ მხიბლავს კონკურსები და ფესტივალები, არც ფიზიკურად და არც სულიერად ვიყავი მზად და არ მიყვარს ბრძოლა პირველობისთვის, თუმცა ახლა არ ვნანობ. შემთხვევით არაფერი ხდება, 5000 კაციან კონკურსში გავიმარჯვე, მეორე ადგილი ავიღე, ხოლო პირველზე კვიპროსელი ბიჭი გავიდა. ეს გამარჯვება დედას, ანის, ჩემს შვილს და ყველა იმ ქართველს ეკუთვნის, ვინც იმ პერიოდში ჩემს გვერდით იდგა. - როგორც მე ვიცი, შენ ერთი სეზონი ბერძნული შოუ-ბიზნესის კორიფეებთან ერთად მღეროდი ათენის ერთ-ერთ ღამის კლუბში. - ამ პერიოდს ძალიან კარგად და ლამაზად ვიხსენებ. ამ ხალხთან მუშაობამ ძალიან ბევრი მასწავლა, ვიხვეწებოდი როგორც პიროვნება და როგორც შემოქმედი, ისინი საოცარი ხალხია. ისინი ჩემი ერთგული მეგობრები არიან: ადონის რემოს და იორღოს დოლარასს. - თამთა ახლა სად მღერი? - ამჟამად ვმღერი ღამის კლუბ „თალასაში”. (გლიფადაში ეს გახლავთ ათენის ერთ-ერთი პრესტიჟული სანაპირო რაიონი). ჩემთან ერთად მღერიან ბერძნული ესტრადის ცნობილი მომღერლები. ძალიან კარგი გუნდი ვართ. - უახლოესი გეგმები? - სამწლიანი ხელშეკრულები გავაფორმე მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ ხმის ჩამწერ სტუდიასთან. სხვათაშორის, ამ სტუდიასთან თანამშრომლობენ მსოფლიოს წამყვანი ვარსკვლავები. მადონა, ბრიტნი სპირსი, აგილერა და სხვა. წლის ბოლოსთვის დაგეგმილია ჩემი ალბომის პრეზენტაცია, სადაც შესულია ცნობილი ბერძენი (მუსიკოს) კომპოზიტორების 12 სიმღერა. - თამთა, ბევრი ჭორებისა და მითქმა-მოთქმის გამო მინდა გკითხო, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? - ყველაფერი კარგი (იცინის). - სულ ეს იყო? - არ მინდა ვისაუბრო ჩემს პირად ცხოვრებაზე, თავს ბედნიერად ვგრძნობ. - თამთა, თავისუფალ დროს რას აკეთებ? - თავისუფალი დრო ნაკლებად მაქვს. ისე, ძალიან მიყვარს ბოულინგის თამაში და რა თქმა უნდა, დარჩენილ დროს ჩემს შვილს ანოს ვუთმობ. - თამთა გოდუაძე თამთა გოდუაძის თვალით. - (იცინის) რა გითხრათ, მაქვს ჩემი სამყარო, ვარ ჩვეულებრივი, მტკივა ისე, როგორც ყველას, მიხარია ისე, როგორც თქვენ. მაქვს ჩემი დარდი, ტკივილი, ჩემი წილი სიხარული. ბედნიერება და მომავლის იმედი. - რომანტიკოსი ხარ? - არა. არ ვიცი, შეიძლება კი, თუმცა ეს ზომიერად არის ჩემში. - დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. - პირიქით, დიდი მადლობა თქვენ. მინდა „ვარსკვლავების” მკითხველს ვუსურვო ბედნიერი და ლამაზი მომავალი. ძალიან მიყვარხართ. მენატრება და მტკივა ჩემი საქართველო 530 3-ს მოსწონს
|