კულტურა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფოტოები 2012, 11 მაისი, 16:33 წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფოტოებს (ზოგმა ფული სად წაიღოს არ იცის :):))
1.
![]() ანსელ ესტონ ადამსი ”მთვარის ამოსვლა”, ერნანდესი, ნიუ-მექსიკოს შტატი(1948) ფოტო ნიუ-იორკში, 2006 წელს Sotheby’s აუქციონზე 609 600 დოლარად გაიყიდა.მეოცე საუკუნის ამერიკელმა ფოტოგრაფმა, ანსელ ესტონ ადამსმა, რომელიც ძირითადად ველური დასავლეთის პეიზაჟებს აღბეჭდავდა, ეს კადრი სანტა-ფეში გადაიღო. 2. ![]() რობერტ პეფლტორფი ”ენდი უორჰოლი” (1987) მეპლტორფის ნამუშევარი 2006 წელს 643 200 დოლარად გაიყიდა. ფოტოს მთავარი გმირი მხატვარი ენდი უორჰოლია. 3. ![]() გუსტავ ლე გრე ”დიდი ტალღა” (1857) 1999 წელს ლონდონის Sotheby’s-ს აუქციონზე ფოტო 838 000 დოლარად იქნა შეფასებული. ლე გრემ ფოტოს ისტორიაში პირველმა მოახერხა პეიზაჟის და ცის სწორად ექსპონირება: მან ცალ-ცალკე შექმნა ცის და ზღვის ნეგატივები, რომლებიც შემდგომ ქაღალდის ერთ ფურცელზე დაბეჭდა. 4. ![]() ალფრედ შტიგლიცი ”ჯორჯია ო’კიფი” (1919). კადრზე აღბეჭდილია შტიგლიცის მეულე – მხატვარი ჯორჯია ო’კიფი. ფოტო 2006 წელს ნიუ-იორკის Sotheby’s აუქციონზე 1 360 000$-ად გაიყიდა. 5. ![]() ედვარდ უესტონი ”სიშიშვლე” (1925) ფოტო 2008 წელს Sotheby’s აუქციონზე მხატვრული გალერეა Pace-MacGill Gallery-ს მფლობელმა, პიტერ მაკგილმა, 1 609 000$-ად შეიძინა. 6. ![]() ედვარდ სტაიჰენი ”ტბა მთვარის შუქზე” (1904) ედვარდ სტაიჰენის ნამუშევარი 2006 წელს ნიუ-იორკის Sotheby’s აუქციონზე 2 928 000 დოლარად გაიყიდა. 7. ![]() ანდრეას გურსკი ”99 ცენტი ll დიპტიხი” ფოტო თანამედროვე ხელოვნების აუქციონზე 2007 წელს უკრაინელმა ბიზნესმენმა, ვიქტორ პინჩუკმა, 3 346 456 დოლარად შეიძინა. 1100 5-ს მოსწონს
|