კინო ჯორჯ კლუნი როგორც იქნა დაინიშნა, მან საცოლეს შვიდკარატიანი ბრილიანტი მიართვა 2014, 30 აპრილი, 23:21 როგორც იქნა ქალების გულთამპყრობელი ჯორჯ კლუნი დაინიშნა. მისი რჩეული ბრიტანელი ადვოკატი მშვენიერი და ჭკვიანი ამალ ალამუდინია. მსახიობი 52 წლისაა, მისი რჩეული კი მხოლოდ 36-ის. ჯორჯმა ამალს ხელი მექსიკაში ერთკვირიანი დასვენებისას სთხოვა.
ისინი 23 აპრილს ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა, სადაც გაამხილეს ნიშნობის ამბავი. 24 აპრილს კი მათ საღამო სინდი კროუფორდთან და მის ქმართან რენდი ჰერბერთან ერთად გაატარეს, სადაც ამალს ხელზე საქორწინო ბეჭედი ეკეთა.
ეს ყველაზე ჰარმონიული ურთიერთობაა, რაც ჯორჯს ჰქონია, ამალიც ძალიან ლამაზი და ნაზი არსებაა. ამელი ბეირუთში დაიბადა, უნივერსიტეტი ოქსფორდში დაამთავრა და ახლა ლონდონში ცხოვრობს. კარგად ფლობს არაბულს, ფრანგულს და ინგლისურს. გარდა ამისა, ამალი წარმატებული ადვოკატია.
წყვილი პირველად ერთად 2013 წლის ოქტომბერში შენიშნეს. მაშინ ჯორჯი ჯერ კიდევ ხორვატ მოდელს მონიკა ჯეკისიჩს ხვდებოდა. 2014 წლის მარტში ჯორჯი და ამალი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ, სადაც ჟურნალისტებმა დააფიქსირეს პლაჟზე სეირნობისას.
ჟურნალ People-ს ფოტოგრაფმა 24 აპრილს სანტა-ბარბარაში ვახშმობისას დააფიქსირა ამალის ნიშნობის ბეჭედი და ყდაზეც მოახვედრა. შვიდკარატიანი ბრილიანტი პლატინის ბუდეშია ჩასმული. ამავე ჟურნალში გვიყვებიან, რომ ჯორჯმა ცალ მუხლზე დაჩოქილმა ამალს ხელი 22 აპრილს სთხოვა. ჯორჯი უკვე იცნობს საცოლის ოჯახს. ის მარტში დუბაიში იყო ჩასული მათ გასაცნობად და ამალის ნათესავებთან ერთადაც დაისვენა. მათ ძალიან მოეწონათ სასიძო, რომელსაც კონტაქტურ და თბილ ადამიანად თვლიან. 55 2-ს მოსწონს
|