სიახლეები ყველაზე ძვირადღირებული ჩინური მანქანა Hongqi L5, ფერარის ფასად! 2014, 30 აპრილი, 19:05 ეს მანქანა 5 მილიონი იუანი ღირს - არც მეტი, არც ნაკლები: 580 000 ევრო! ვინც ფიქრობს, რომ ”ფერარის”, ”ლამბორგინის” ან სულაც ”ბუგატის” მოდელზე გვაქვს საუბარი, ცდება - ეს არის ჩინური ავტომობილი Hongqi L5, რომელიც ჩინელებმა ახლახან, პეკინის ავტოშოუზე წარმოადგინეს. გაგიკვირდებათ და პირველი ეგზემპლარი გამოფენის სტენდზევე გაიყიდა! პირველი შთაბეჭდილება: კუთხეებით, კანტებით, ტექნიკური აღჭურვილობითა და ინტერიერით მანქანა ძალიან ჰგავს Rolls-Royce Phantom-ს, რის გამოც ევროპელებმა მას უკვე ”ლოლს-ლოისი” უწოდეს. თავად ჩინელები კი ირწმუნებიან, რომ კონცეფცია საკუთარი მუზუმიდან აიღეს: Hongqi L5 მოდელ CA 770-ს ახლებური ხედვააო, ნათქვამია პრესრელიზში... ასეა, თუ ისე, საბოლოო ჯამში გამოვიდა 6-მეტრიანი სედანი, რომელიც სამ ტონას იწონის და 12-ცილინდრიანი ძრავა (400 ცხენის ძალა) აქვს. მოგწონთ, თუ არ მოგწონთ, ფაქტია, რომ L5-ს თავისი კლიენტურა ეყოლება. ჩინეთის მთავრობა ხელისუფლების უმთავრესი წარმომადგენლებისთვის ლუქს-კლასის ავტომობილებს აქამდე უცხოეთში უკვეთავდა, ამიერიდან კი მთავრობის წევრების უპირველესი არჩევანი სწორედ ეს L5 უნდა იყოს. გარდა ამისა, მთავრობა მდიდარ ჩინელებს Made in China ავტომობილების შეძენას მოუწოდებს... 132 9-ს მოსწონს
|