არქიტექტურა პიტერ ბაჰოუთის კოტეჯები 2014, 30 აპრილი, 14:56 არქიტექტორ პიტერ ბაჰოუთის ულამაზესი, ხეზე აგებული კოტეჯები ერთმანეთთან ხის ხიდით არის დაკავშირებული.პიტერი გარემოს დაცვის სპეციალისტია და სწორედ ბუნების მიმართ სიყვარულმა შთააგონა ამ სახლის აშენება.თუმცა თავად ამბობს, რომ ის თავს არქიტექტორად არ მიიჩნევს.ის თვლის, რომ ასეთი ნაგებობის აშენება ზრდასრული ადამიანის შესაძლებლობების გამოყენებაა და არა არქიტექტორული ნიჭი- უბრალოდ ოცნების განხორციელება. სახლი შედგება სამი ნაწილისაგან: საძინებელი, მისაღები და სამზარეულო.ეს ყველაფერი პიტერის სახლის უკანა ეზოში, ატლანტაში მდებარეობს. პიტერი ექვსი თვე ქმნიდა ნახაზებს, ხოლო ააშენა ექვს კვირაში. 118 3-ს მოსწონს
|