ავტოშოუ ჟენევის ავტო შოუ 2014 2014, 28 აპრილი, 18:17 ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 2014 წლის ჟენევის ავტო შოუს სიახლეებს.
"ოპელმა" "ფოლკსვაგენს" Golf R-ზე ექსტრემალური პასუხი გასცა. ამ მოდელის 2-ლიტრიანი და 4-ცილინდრიანი აგრეგატის სიმძლავრე 300 ცხენის ძალაზე მეტია. ექსტრემალურობას კარბონის დეტალები და უმძფრესი უკანა სპოილერიც ხაზს უსვამს.
განახლებული GT Speed ტრადიციულად ბენტლის ყველაზე სწრაფი მოდელია. W12 ძრავას განახლების შემდეგ635 ცხენის ძალა აქვს. ახალი GT Speed-ის მაქსიმალური სიჩქარე 331 კმ/სთ გახლავთ.
ევროპაში ოფიციალურად გამოჩნდა ახალი "მუსტანგიც". ევროპული ბაზრისთვის საბაზო ვერსიაში 4-ცილინდრიანი ძრავაა ჩადგმული 2, 3 ლიტრიანი Ecoboost, რომელსაც 309 ცხენის ძალა აქვს. 5-ლიტრიანი V8 ძრავა კი 426 ცხენის ძალით გამოირჩევა. 5-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ბრიტანელებმა ამ ავტომობილს მცირეოდენი ფეისლიფტი ჩაუტარეს. რამდენიმე განახლებული დეტალის გარდა, თვალში საცემია ახალი შუქდიოდური მაშუქები. განახლებული, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი მულტიმედია. S-კლასის კუპე სადღაც ტრაბახსა და სრულყოფილებას შორისაა პოზიცირებული. გარდა ულამაზესი და ახალი ტექნიკისა, შტუდგარდელებს პოტენციური მყიდველის მიზიდვა "სვაროვსკის" კრისტალებითაც სურთ. BMW-მ 3er GT-სა და 4er Coupe-ს რიგის სრულყოფის მიზნით 4-კარიანი 4er Gran Coupe გამოუშვა, რომელიც პრაქტიკულობით გამოირჩევა და მესამე სერიის GT-ზე ელეგანტურიცაა. ძრავებში არჩევანი პატარა 4-ცილინდრიანი დიზელით იწყება და ტურბინირებულ 6-ცილინდრიან აგრეგატამდე ადის. RC 350-ს უკვე ვიცნობთ, ახლა კი იაპონელებმა სპორტული ვერსია F შექმნეს და ამ ავტომობილით BMW M4-სა და Audi RS 5-ს უტევენ "ლექსუსის" 8 ცილინდრიან ძრავას 450 ცხენის ძალა აქვს. "ვოლვოს" ახალი კონცეპტის, Estate-ს წინა მხარე და კოკპიტი კარგად უნდა დავიხსომოთ, რადან ამ ორ დეტალს მომავალში მაღალი კლასის ახალ ქროსოვერში, Volvo XC90-ში აღმოვაჩენთ, რომლიც სექტემბრიდან გამოვა. 64 3-ს მოსწონს
|