ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 2014 წლის ჟენევის ავტო შოუს სიახლეებს.
![Opel OPC Extreme Opel OPC Extreme](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201404/2014042817523312997.jpg)
"ოპელმა" "ფოლკსვაგენს" Golf R-ზე ექსტრემალური პასუხი გასცა. ამ მოდელის 2-ლიტრიანი და 4-ცილინდრიანი აგრეგატის სიმძლავრე 300 ცხენის ძალაზე მეტია. ექსტრემალურობას კარბონის დეტალები და უმძფრესი უკანა სპოილერიც ხაზს უსვამს.
![Opel OPC Extreme Opel OPC Extreme](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201404/2014042817530312997.jpg)
განახლებული GT Speed ტრადიციულად ბენტლის ყველაზე სწრაფი მოდელია. W12 ძრავას განახლების შემდეგ635 ცხენის ძალა აქვს. ახალი GT Speed-ის მაქსიმალური სიჩქარე 331 კმ/სთ გახლავთ.
![Bentley GT Speed Bentley GT Speed](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201404/2014042817564212997.jpg)
ევროპაში ოფიციალურად გამოჩნდა ახალი "მუსტანგიც". ევროპული ბაზრისთვის საბაზო ვერსიაში 4-ცილინდრიანი ძრავაა ჩადგმული 2, 3 ლიტრიანი Ecoboost, რომელსაც 309 ცხენის ძალა აქვს. 5-ლიტრიანი V8 ძრავა კი 426 ცხენის ძალით გამოირჩევა.
![Ford Mustang Ford Mustang](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201404/2014042817581912997.jpg)
5-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ბრიტანელებმა ამ ავტომობილს მცირეოდენი ფეისლიფტი ჩაუტარეს. რამდენიმე განახლებული დეტალის გარდა, თვალში საცემია ახალი შუქდიოდური მაშუქები. განახლებული, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი მულტიმედია.
![Rolls-Royce Ghost Rolls-Royce Ghost](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201404/2014042818000412997.jpg)
S-კლასის კუპე სადღაც ტრაბახსა და სრულყოფილებას შორისაა პოზიცირებული. გარდა ულამაზესი და ახალი ტექნიკისა, შტუდგარდელებს პოტენციური მყიდველის მიზიდვა "სვაროვსკის" კრისტალებითაც სურთ.
![Mercedes S-Coupe Mercedes S-Coupe](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201404/2014042818014012997.jpg)
BMW-მ 3er GT-სა და 4er Coupe-ს რიგის სრულყოფის მიზნით 4-კარიანი 4er Gran Coupe გამოუშვა, რომელიც პრაქტიკულობით გამოირჩევა და მესამე სერიის GT-ზე ელეგანტურიცაა. ძრავებში არჩევანი პატარა 4-ცილინდრიანი დიზელით იწყება და ტურბინირებულ 6-ცილინდრიან აგრეგატამდე ადის.
![BMW 4er gran Coupe BMW 4er gran Coupe](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201404/2014042818053212997.jpg)
RC 350-ს უკვე ვიცნობთ, ახლა კი იაპონელებმა სპორტული ვერსია F შექმნეს და ამ ავტომობილით BMW M4-სა და Audi RS 5-ს უტევენ "ლექსუსის" 8 ცილინდრიან ძრავას 450 ცხენის ძალა აქვს.
![Lexus RC 350 F Lexus RC 350 F](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201404/2014042818111512997.jpg)
"ვოლვოს" ახალი კონცეპტის, Estate-ს წინა მხარე და კოკპიტი კარგად უნდა დავიხსომოთ, რადან ამ ორ დეტალს მომავალში მაღალი კლასის ახალ ქროსოვერში, Volvo XC90-ში აღმოვაჩენთ, რომლიც სექტემბრიდან გამოვა.
![Volvo Concept Estate Volvo Concept Estate](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201404/2014042818132412997.jpg)