რელიგია შიშველი პასტორი და შიშველი მრევლი! (+ფოტო და ვიდეო) 2014, 28 აპრილი, 0:35 "შიშველი წირვა" – შეიძლება ასე უწოდო, ამ ფაქტს! ამერიკის შტატ ვირჯინიაში, კათოლიკე მღვდელმა, ალან პარკერმა, მრევლს ნება დართო შიშვლები დაესწრონ ქადაგებას. როგორც ხედავთ თავადაც შიშველი წარსდგა მათ წინაშე! პასტორის აზრით, ადამიანები ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სამოსს, ხოლო ის, თავის მხრივ, ეხმარება მრევლს მატერიალიზმის გადმონაშთების გადალახვაში და ადამიანებს ჭეშმარიტ თავისუფლებას ანიჭებს. ხოლო, უკვე "გადმონაშთგადალახულები" კი, ასე ქორწინდებიან. მართალია ოდესღაც, უხსოვარ დროს, ყველაფერი ზუსტად ასე დაიწყო, მაგრამ იქნებ ვინმემ, ამ პასტორს, აჭამოს – ვაშლი! ვაშ-ლი... თუნდაც – მიჩურინის! 283 4-ს მოსწონს
|