სამოქალაქო გაყალბებული მომგებიანი ბილეთი 2014, 27 აპრილი, 9:05 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გატარებული ღონისძიების შედეგად დააკავა მომგებიანი ლატარიის გაყალბებაში ეჭვმიტანილი დავით ი.
როგორც გამოძიებისთვის ცნობილი გახდა ეჭვმიტანილი მუშაობდა შპს „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორად. მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა შპს „საქართველოს ფოსტის“ და შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება. 18 აპრილს, საღამოს 9 საათისთვის მისთვის უკვე ცნობილი იყო მომგებიანი ციფრები:5, 9, 15, 19, 30, 32; მან ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, მას შეუფერხებელი წვდომა ჰქონდა შესაბამის სერვერთან და ხელოვნურად, შეცვალა კომპიუტერული მონაცემი და შექმნა უნიკალური კოდის მქონე ლოტოს ყალბი მომგებიანი ბილეთი, სადაც მითითებული იყო ზემოაღნიშნული ციფრები. მოგებამ შეადგინა 561 176 ლარი, ჯეკპოტი "გათამაშდა." დავით ი-მ თანხის თაღლითურად მითვისება ვეღარ განახორციელა, რადგან დანაშაულის ჩადენამდე ამხილეს და დააკავეს. 2014 წლის 20 აპრილს დავით ი-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტი), სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების ფაქტი) და სსკ-ის 286-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ “ ქვეპუნქტით (კიბერდანაშაული, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლის ფაქტი). 93 5-ს მოსწონს
|