x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საიდან გაჩნდა შუასაუკუნეების ტაძარში კოსმონავტის გამოსახულება?

ესპანეთში წმინდა ჰიერონიმუსის ტაძარზე გამოსახულია ასტრონავტის გამოსახულება, ტაძარი 1102 წელს აშენდა.დიახ ასტრონავტია სკაფანდრში, ხოლო ფეხზე ზუსტად ისეთი ფეხსაცმელი აცვია, როგორიც ნილ ამსტრონგმა რომ კვალი დატოვა მთვარის ზედაპირზე.


ბლოგერები ამ თემას აქტიურად განიხილავენ, ვინმემ იხუმრა? ფოტოშოპია თუ სინამდვილე?image







































არა, ასტრონავტი ნამდვილადაა გამოსახული ტაძარზე, მაგრამ საიდან? ტაძარი 1102 წელს აშენდა, (Catedral Vieja), უფრო გვიანდელი 1513-იდან და 1733 წლებში მიემატა(Catedral Nueva).

საეკლესიო წრეებში აცხადებენ, რომ ფიგურა გამოხატავს დემონს, რომ განდევნოს ბნელი ძალები, თუმცა ჩვენ ბრმები არ ვართ, ვხედავთ, რომ კედელზე გამოხატული სკულპტურა ასტრონავტია.image









საიდუმლო მარტივია:ასტრონავტი 1992 წლის რესტავრაციის დროს დაემატა, სკულპტორმა იხუმრა? არა, რესტავრაციის დროს დაშვებულია სკულპტორმა დაამატოს რაიმე ახალი შტრიხები იმ ეპოქის შესაბამისი.მან კოსმოსის თემა აირჩია.





"შუასაუკუნეების ასტრონავტს" არ ჩამორჩება ეგვიპტეში ისირიონის იეროგლიფებზე გამოსახული ტანკი და ვერტმფრენი.ტაძარი აიგო 3500 წლის წინ ოსირისის, -ეგვიპტურ მითოლოგიაში უმთავრესი ღვთაების, - მცენარეულობისა და წყლის ღმერთის საპატივცემლოდ.

პირველი რაც თვალში საცემია, ესაა აპარატი, რომელიც ძალიან წააგავს ვერტმფრენს, იქვეა ტანკი, გამოსახულება, რომელიც წყალქვეშა ნავს მოგვაგონებს და მფრინავი თეფშიც კი.

ვისაც უყვარს სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმების ნახვა, ეს გამოსახულება მისთვის უცნობი არ იქნება, უფოლოგები დოკუმენტურ ფილმებში თავიანთი ვერსიების "გასამყარებლად", რომ უცხოპლანეტელები ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან სტუმრობდნენ დედამიწას, მაგალითად ეს გამოსახულება მოჰყავთ ხოლმე და სვამენ კითხვას საიდან?image


აქაც პასუხი მარტივია, ბედის ირონიით ზუსტად იმავე 1992 წელს ვიღაცამ "გაალამაზა" უძველესი არტეფაქტი.იეროგლიფებს ზოგს ქვემეხის ლულა მიახატა, ზოგს პროპელერი და ა.შ.


მიუნხენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს და წაიკითხეს ძველი წარწერა, ისინი ამტკიცებენ, რომ ისინი აღნიშნავენ მხოლოდ სახელებს-ფარაონ სეტის საყვარლების სიას.







რაც შეეხება მესამე გამოცანას-დინოზავრის გამოსახულება კამბოჯის მონასტერში.ეს ამოცანა ნამდვილად ამოუხსნელია, 1186 წელს აშენებულ ტაძარში, რომელიც შედის ანგკორას საკულტო ანსამბლში, რომელიც ქვეყნის უძველეს დედაქალაქი იყო.ტაძარი შუა ჯუნგლებში XIX საუკუნეში აღმოაჩინეს.


დამწყები პალეანთოლოგიც მიხვდება, რომ ბარელიეფზე სტეგოზავრია(Stegosaurus) გამოსახული.საიდან? დინოზავრები ხომ 65 მილიონი წლის წინ გადაშენდნენ, ხოლო მათი არსებობის შესახებ ადამიანებმა 1000 წლის წინ არც იცოდნენ არაფერი, იქნებ ცოცხალი ნახეს ჯუნგლებში სასწაულად გადარჩენილი?ეს ნამდვილად გამოცანაა, რომელიც ჯერჯერობით ვერ ამოხსნეს მეცნიერებმა.image





2
324
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
324
  
2014, 26 აპრილი, 14:58
მადლობა.....
2014, 26 აპრილი, 13:56
საინტერესო იყო...მიზიდავს სეთი ამბები.
0 1 2