ტექნიკური სამკუთხედი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ისევ ეწვია დედამიწას? 2014, 22 აპრილი, 21:05 ბოლო რამდენიმე დღეში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაფიქსირებული იქნა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. პირველად სამკუთხა ობიექტი შემჩნეული იქნა ა.შ.შ-ში, გადაიფრინა დიდი სიჩქარით ტეხასის ცაზე, შემდგომ მსგავსი ობიექტი შემჩნეული იქნა კანზასის შტატში. ექსპერტები კამათობენ, ისინი ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა უახლესი გასაიდუმლოებული უპილოტო თვითმფრინავი RQ-180-ია.ან ახალი თაობის ბომბდამშენი LSRB-ი.სხვები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ეს იყოს უახლესი მზვერავი თვითმფრინავი SR-72, ცნობილი SR-71-ის მომდევნო თაობა. 1976 წელს ლონდონიდან ნიუ-იორკამდე SR-71 ორ საათში ჩაფრინდა. თუმცა ყველაზე ძალიან მაინც ბომბდამშენ В-2-ს წააგავს. ამო კანზასის თავზე. ამო ტეხასის თავზე. თუმცა უფოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ეს გახლავთ იგივე კლასის მფრინავი ობიექტი, რომელიც დაფრინავდა 1989-90 წლებში ევროპის თავზე, რომელსაც "ბელგიური სამკუთხედი" შეარქვეს. ბელგიური სამკუთხედი. უფოლოგების ვერსიას ისიც ადასტურებს, რომ მესამე სამკუთხედი ფორმის ამოუცნობი მფრინავი ობიექტი 19 აპრილს იქნა დაფიქსირებული ღამით ავსტრალიის ცაზე, რომელიც დაახლოებით ისევე ანათებდა, როგორც "ბელგიური სამკუთხედი". სხვათა შორის 1986 წელს "შატლის "ეკიპაჟმა ექსპედიცია STS61C-ის დროს ილუმინატორიდან გადაუღო ფოტო სამკუთხედი ფორმის ამოუცნობ მფრინავ ობიექტს, თუმცა შემდგომ NASA-მ განაცხადა, რომ ეს იყო კოსმოსური ნაგავი. შატლ "კოლუმბიიდან" გადაღებული ფოტო 1986 წელს. 306 7-ს მოსწონს
|