ასტროლოგია მამაკაცი-კირჩხიბი (ლინდა გუდმენის ასტროლოგიის მიხედვით) 2012, 10 მაისი, 22:05 ![]() კიბო მამაკაცს ფული ბავშვობიდანვე იზიდავს. იგი ძუნწი არ არის, მაგრამ არც მფლანგველი, მაგრამ რამდენი ფულის პატრონიც არ უნდა გახდეს ტრაბახს არასოდეს დაიწყებს. პირიქით მას ღარიბი ნათესავის როლი უფრო აწყობს. ''მე არც ისეთი მდიდარი კაცი ვარ რომ უბრალო ნივთები შევიძინო'' ამ პრინციპით ხელმძღვანელობს კიბო. იგი უარს გეტყვით კაფეში შერბენაზე, მაგრამ ძვირფას რესტორანში სიამოვნებით შევა. იგი ძუნწი კი არა ჭკვიანი და პრაქტიკული ადამიანია. თუ ნაცნობებს შორის კიბო-მხატვარი ან კიბო-მუსიკოსი გყავთ, არ გეგონოთ თავი მხოლოდ მაღალფარდოვანი იდეებით ჰქონდეთ გამოტენილი. კიბო მამაკაცი სპორტულ სამოსს მკაცრ კოსტიუმს ამჯობინებს, თანაც უთუოდ მდიდრულ მაღაზიაში იყიდის. კიბო-მამაკაცები ჩინებული მზარეულები არიან. საეართოდაც იგი ძალიან ყურადღებიანი არსებაა, ოჯახში თვით უმნიშვნელო წვრილმანსაც კი ყურადღებას აქცევს. სტუმრებს სიამოვნებით დაათვალიერებინებს თავის კოლექციას, ხოლო ქალების მიმართ უჩვეულო გალანტურობას გამოამჟღავნებს. კიბო აღმერთებს თავის წარმომავლობას, წინაპრებისაგან მემკვიდრეობით დარჩენილი ანტიკვარული ნივთები კი მისი სიამაყეა. მათში ხომ მისი ორი მისწრაფებაა გაერთიანებული: ისტორია და ფული. კიბო ძალიან პრეტენზიულია და გვიან ოჯახდება. შეცდომის დაშვების ძალიან ეშინია. სამაგიეროდ თავის რჩეულს ცამდე აიყვანს. როგორც მამა, კიბო უნაკლოა. მსგავსი სიყვარულით და ერთგულებით ბავშვებისადმი ბევრი დედა ვერ დაიტრაბახებს. გულწრფელად აინტერესებს შვილების ბედნიერება უბედურება და ყოველგვარი განცდები. 4494 4-ს მოსწონს
|