სისხლის სამართალი " მიყვარდა იგი,მე კი გავაუპატიურე და შემდეგ მოვკალი" 2014, 18 აპრილი, 11:45
ქალაქ შეფილდში მცხოვრებ 21 წლის არას ჰუსეინს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.მან თავის შეყვარებულს - 18 წლის სტუდენტს რიმა რამზანს სამზარეულოს დანით მოაჭრა თავი, იგი დამნაშავედ სცნეს წინასწარ განზრახულ მკვლელობის გამო.
შეფილდის სასამართლომ ჰუსეინს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა შეწყალების გარეშე პირველი 20 წელიწადი. როგორც სასამართლოზე გახდა ცნობილი არასი აშანტაჟებდა რიმას ფოტოთი, სადაც ის თითქმის შიშველი იყო გადაღებული, ემუქრებოდა, თუ მიატოვებდა ფოტოს მის ოჯახს აჩვენებდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობის დღეს რიმა არასს ესტუმრა, თან ჰქონდა პასპორტი და ფული, ცოტა ხანში მეზობლებმა ყვირილის ხმა გაიგონეს, შემდეგ დაინახეს სახლიდან გამოსული არასი, შიშველი და სისხლში მოთხვრილი. სახელმწიფო ბრალმდებელმა სასამართლოზე განაცხადა, რომ რიმას ოჯახი ეწინააღმდეგებოდა მათ ურთიერთობას, არასს რამდენჯერმე ჰქონდა კონფლიქტი რიმას ნათესავებთან. არასი დაკავების დროს წყნარად იქცეოდა, თუმცა იგი ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან დანა მკერდში დაირტყა, "რატომ მშველით? მე ხომ მკვლელობა ჩავიდინე"-მიმართა მან ექიმებს. "არ ვიცი რატომ ჩავიდინე ეს, მას ვუყვარდი, მე კი გავაუპატიურე და მოვკალი იგი, არასწორად მოვიქეცი, ამის გამო უნდა დამსაჯოთ"-განაცხადა ჰუსეინმა. 666 6-ს მოსწონს
|