x
image
beko777
Mediator image
ზაზა მიმინოშვილი: "- ყველანაირი პირობა არსებობს, რომ "ევროვიზია" შემდეგ წელს საქართველოში ჩატარდეს "

image
როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, "ევროვიზია 2014" ახლოვდება. საქართველოს ამჯერად ჯგუფი "შინ" წარმოადგენს. "სამი წუთი დედამიწამდე", - ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც ისინი გაიტანენ კონკურსზე. ჯგუფი 27 აპრილს მივფრინავს კოპენჰაგენში, სადაც ბოლო ეტაპი იწყება, ხმის პრობლემატიკიდან დაწყებული, ვიზუალით დასრულებული. ასე, რომ ქართულ მხარეს სერიოზული მოსამზადებელი სამუშაო აქვს ჩასატარებელი. რაც შეეხება სიმღერას, იგი სპეციალურად ევროვიზიისათვის ზაზა მიმინოშვილმა შექმნა, ტექსტის ავტორი კი ეუგენ ელიუა, ხოლო ვიდეორგოლი, ბასა ფოცხიშვილმა გადაიღო.

59-ე ევროფესტივალის ნახევარფინალები 6 და 8 მაისს, ხოლო ფინალი 10 მაისს გაიმართება. სიმღერას ევროფესტივალზე The Shin & მარიკო წარადგენენ.
image

" - ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკა და სხვა ასპექტი ასეთ დროს ცუდ როლს თამაშობს, მაგრამ წარმოიდგინეთ, ამ მიმართულებითაც

სრული კარტბლანშია იმ თვალსაზრისით, რომ ევროპას აქვს პოლიტიკურადაც შანსი, თქვას, რომ ძალა ერთობასა და გაერთიანებაშია. წელს "ევროვიზიის" სლოგანია "შემოგვიერთდი". ამ ყველაფრის განთვალისწინებით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და იქ წარსადგენ სიმღერებს შორის ჩვენი ნამუშევარი გამორჩეული და ერთადერთია, რომელიც ახლოს არის წლევანდელი კონკურსის მოთხოვნებთან. ამიტომ ქართველმა ემიგრანტებმაც უნდა იბრძოლონ, შემოგვიერთდნენ და მხარი დაგვიჭირონ, ვინაიდან ჩვენ მათ სათქმელსაც ვამბობთ, რომ ყველას სამშობლო დედამიწაა, სადაც უნდა დავბრუნდეთ! მოკლედ, ყველანაირი პირობა არსებობს, რომ "ევროვიზია" შემდეგ წელს საქართველოში ჩატარდეს." - აცხადებს ჯგუფის ლიდერი ზაზა მიმინოშვილი.


image


image


0
45
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0