კერძები ხორცისაგან მარტივად მოსამზადებელი ხორცის "სოკოები" 2014, 15 აპრილი, 10:48 ინგრედიენტები:
● კარტოფილი (დიდი) - 1 ცალი
● ხორცი (სუკი ან კისრის) - 100 გ.
● ხახვი - 1/4 ცალი
● ზეთი - შესაწვავად ● მარილი და სანელებლები - გემოვნებით მომზადება: გავატაროთ ხორცი, ხახვი, ავურიოთ ერთმანეთში და შევაზავოთ სანელებლებით. ამასობაში კარტოფილი გავჭრათ შუაზე და გული გამოვუღოთ (კედლები არ დარჩეს მაინცდამაინც სქელი) და გამოვავსოთ უკვე შეზავებული ხორცით ისე, რომ ჰქონდეს სოკოს ფორმა. მიღებულ სოკოებს თავზე კარგად გადავუსვათ ცხიმი და შევდგათ ღუმელში 220-230 გრადუს ცელსიუს ტემპერტურაზე და გავაჩეროთ 40 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ... გემრიელად მიირთვათ 139 14-ს მოსწონს
|