x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138454
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512078
დააპატიმრეს კანიბალი, რომლის სახლშიც ნაპოვნია სამი წლის ბიჭის თავი
imageძმები საფლავებს თხრიდნენ, გვამებს იპარავდნენ და ჭამდნენ.

კანიბალი მამაკაცი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მის სახლში სამი წლის ბიჭის თავი იპოვეს. ეს საშინელი ამბავი მოხდა 35 წლის მუჰამედ არიფის და მისი ძმის 30 წლის მუჰამედ ფორმანის სახლში. ძმები პაკისტანის ცენტრალურ ნაწილში, პატარა ქალაქ დარიი ხანაში ცხოვრობენ. ისინი ადრე უკვე იყვნენ დაპატიმრებულნი კანიბალიზმის ბრალდებით და ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. წინა დანაშაულისას, ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მათ ამოთხარეს 100-მდე საფლავი და შეჭამეს გვამები.

მუჰამედ არიფი ისევ დააკავეს მას მერე, რაც მის სახლში ბავშვის თავი იპოვეს, ხოლო მისი ძმა მუჰამედ ფორმანი იძებნება პოლიციის მიერ.

პოლიციის რაიონული განყოფილების უფროსი ამირ აბდულა აცხადებს, რომ ოფიცრები თავს მას შემდეგ დაესხნენ ძმებს, რაც მეზობლებმა უჩივლეს ცუდი სუნის გამო. "მეზობლები ჩიოდნენ, რომ ძმების სახლიდან აყროლებული სუნი გამოდიოდა. ჩავატარეთ ჩხრეკა, რის შედეგადაც აღმოვაჩინეთ ბავშვის თავი. ერთი ძმა მუჰამედ არიფი დავაპატიმრეთ. ტარდება რეიდები მეორის დასაჭერად"-აცხადებს ამირ აბდულა.


ადრე წყვილი მას შემდეგ დაიჭირეს, რაც აღმოაჩინეს, რომ 24 წლის ქალის გვამი საფლავიდან გაქრა. ეს 2011 წელს მოხდა. ძმების დაჭერა კი მას შემდეგ მოხერხდა, რაც სახლში იპოვეს ქვაბი, სადაც კარას(კარა გარდაცვლილ ქალს ერქვა) ხორცი იყო მოხარშული. მაშინ მათ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

კაციჭამიები ოდესღაც დაქორწინებულნი იყვნენ და ორივეს ჰყავდათ შვილები, მაგრამ ცოლები გაექცათ და ბავშვებიც თან წაიყვანეს.

0
311
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0