კინო "ერთი ამასთან მამსჯელა აქეთურ-იქეთურზე". რას წერენ თინა მახარაძეს პირადში 2014, 14 აპრილი, 10:08 ყველაზე სკანდალურმა ქართველმა მსახიობმა ქალმა, თინა მახარაძემ, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ქართველი საზოგადოების განსჯის და ლანძღვა-გინების ობიექტი გახდა, მის მიერ ქართული სტერეოტიპების დარღვევისა და ტელეშოუში "მძიმე კაცთან" გაკეთებული თამამი განცხადებების გამო, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა "ინბოქსში" ახალგაზრდა ბიჭისგან მიღებული წერილი, რომელიც დიდი ხანია ცდილობს თინასთან გასაუბრებას, მაგრამ ამაოდ... პირადი საუბრებიდან ამოჭრილ ფოტოს წარწერაც გაუკეთა: "ერთი ამასთან მამსჯელა აქეთურ-იქეთურზე." რასაც მისი "ფეისბუქის" მეგობრებისგან დიდი მხიარულება მოყვა. ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც თინა მახარაძის მიერ ღმერთის მიმართ გამოთქმულმა სიტყვებმა გაანაწყენა, ხშირად წერს მსახიობს და მისგან პასუხს ელის: "ბონჟურ მადმუაზელ... სავა?" ხოლო გარკვეული დროის შემდეგ, ვინაიდან თინასგან პასუხი ვერ მიიღო ისევ მიწერა: "ვახ თინათინ, თინათინ? ღმერთმა გონება გაგინათოს შენც, მეც და ყველა შენისთანა ბნელს რომ გადარჩეთ... აქედან მატარაებლებს ჩამოვეკიდებით ისეთი დრო მოვა მანდ წამოსასვლელად და ადგილიც აღარ იქნება მატარებელზე ხელი რომ მოკიდო... შენ კიდე რაღაც სისულელეებს გაიძახი, ღმერთი კაი ტიპიაო... თავაზიანად უნდა მოიხსენიო... უნდა იცოდე ეს შენ...კიდე მოგწერ მერე რამეებს..." კვლავ თინასგან უპასუხოდ დარჩენილი ბიჭი არ ეშვება და თითქმის ყოველდღე წერს მას: "თინა ერთი გამესაუბრე რა... ვიმსჯელოთ ცოტა რამეებზე კაი?" ამ წერილამდე თინა მახარაძემ სხვა ახალგაზრდისგან მიწერილი წერილიც გამოაქვეყნა: "ახალგაზრდობის გარყვნას ქართველი ერი არ გაპატიებს და შენს ქვაბს, ზემოთ ცეცხლი უკვე შეენთო..." 647 3-ს მოსწონს 1-ს არა |
ამას რომ რასაც ჰქვია ფანობა გამოუჩნდა, თბილისის "დინამოს" არ ჰყოლია თავის დროზე..! :@