x
ვინ არის ქსენია სობჩაკი
image

ქსენია სობჩაკი რუსი ტელე- რადიო ჟურნალისტი, წამყვანი, მსახიობი და საზოგადო მოღვაწეა. რუსეთში ცნობილია ისეთი გადაცემებით, როგორებიცაა "Дом 2", "Блондинка в Шоколаде", "Последний Герой", ასევე "Госпед 2" და "Собчак Живьем".

ბიოგრაფია

ქსენია ანატოლის ასული სობჩაკი დაიბადა 1981 წლის 5 ნოემბერს (32 წლის), ცნობილი რუსი იურისტის, სანქტ პეტერბურგის მერის (1991-1996) ანატოლი სობჩაკისა და ლიუდმილა ნარუსოვას (პროფესიით ისტორიკოსი) ოჯახში. ბავშვობაში ქსენია დაკავებული იყო ბალეტით, დადიოდა სანქტ პეტერბურგის 185-ე საშუალო სკოლაში. 1998 წელს სწავლა გააგრძელა სანქტ პეტერბურგის უნივერსიტეტში საერთაშორისო ფაკულტეტზე. 2000 წელს საცხოვრებლად მოსკოვში გადადის და სწავლას მოსკოვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აგრძელებს. 2004 წელს აიღო ბაკალავრის ხარისხი. უნივერსიტეტის დახურვის შემდეგ აპირებდა სწავლის გაგრძელებას და პარალელურად სხვადასხვა ტელე პროექტებში მონაწილეობის მიღებას.


ტელევიზია

2004 წლიდან სობჩაკს მიყავდა ტელე პროექტი "Дом 2" ქსენია ბოროდინასთან ერთად ტელეარხ ТНТ-ზე, მაგრამ 2012 წელს შეწყვიტა თანამშრომლობა არხთან. ქსენიას მიყავდა ისეთი გადაცემები როგორებიცაა "ვის არ უნდა გახდეს მილიონერი", "ბოლო გმირი 6" და სხვა.. 2012 წელს მიყავდა გადაცემა ქართულ არხ ПИК-ზე სახელწოდებით "მთავარი თემა". იმავე წელს იყო ჟურნალ SNC-ის რედაქტორი.

ქსენია მედიაში

რუს საზოგადოებაში ქსენიას მოიხსენიებენ როგორც светская львица-ს. არის მრავალი გასართობი გადაცემის სტუმარი. ბევრჯერ გახვეულა სკანდალებში. ხშირად აკრიტიკებენ.


0
73
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Marika1013
Marika1013
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0