ისტორია 1980- იანი წლების 10 საუკეთესო მანქანა 2014, 12 აპრილი, 14:23 დღეს ავტომობილი არის არა ფუფუნების საგანი, არამედ აუცილებლობა, რომელიც გვეხმარება დავეწიოთ ცხოვრების რიტმს. დროსთან ერთად იცვლება ავტომობილებიც, პირველი მანქანა, რომელიც ძრავზე მუშაობდა შეიქმნა 1769 წელს ნიკოლას კაგნოტის მიერ საფრანგეთში.
მოდით ახლა გადავხედოთ 80- იანი წლების ავტომობილებს. 1. Audi Quattro ეს მანქანა შეიქმნა რბოლებისთვის, ეს ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია, რომელსაც მრავალი ფანი ყავს. 2. Ferrari Testarossa 12 ცილინდრიანი ძრავა, მარტივად სამართავი და შესანიშნავი მანევრები. სწორედ ამან განაპირობა მისი პოპულარობა. 3.Volkswagen Golf - Mark 1 Volkswagen Golf - ის ამ მოდელმა ძალიან ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა, რაც მის მოთხოვნადობაზეც აისახა. 4.Porsche 911 ამ მანქანის ინდივიდუალურმა დიზაინმა მაშინვე მიიქცია ყურადღება. 5.Peugeot 205 ეს მოდელი იყო სწრაფი, საიმედო და გახდა ცნობილი სპორტული შეჯიბრებებიდან. 6.BMW 3 series მანქანა, რომელიც ამართლებს თავის სახელს. მანქანების მოყვარულებს აოცებს თავისი დიზაინითა და დახვეწილობით. 7.Lamborghini Countach Lamborghini Countach - 80- იანების ნამდვილი ლეგენდა. მილიონობით მამრობითი სქესის წარმომაგენლის ოცნება, რომელიც პოსტერებიც კედლებზე ჰქონდათ გაკრული. მოქნილი, სპორტული, დახვეწილი, სწრაფი- რასაც მოვყავართ აღტაცებაში. 8. DeLorean DMC12 ეს მოდელი გახდა პოპულარული მას შემდეგ, რაც გამოიყენეს ფილმში "უკან მომავალში." 9.Ford Sierra RS Cosworth მაღალი კლასის, სწრაფი მანქანა, რომელსაც რბოლებშიც იყენებდნენ. 10.GMC Vandura და ბოლოს, მანქანა, რომელმაც სრული პოპულარობა მოიპოვა 80- იანი წლების ფილმებიდან. ამიტომ ეს მანქანა გახდა სიმბოლო 1980- იანი წლების ტელევიზიის. 312 10-ს მოსწონს
|