სხვა ბრაზილიელი პენსიონერი პირდაპირ ეთერში გაძარცვეს 2014, 11 აპრილი, 15:00 რიო - დე - ჟანეიროს მკვიდრი, პენსიონერი ქალბატონი მაშინ გაძარცვეს, როდესაც ის ჟურნალიტს უყვებოდა, მის საცხოვრებელ უბანში მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ.
ქალბატონი, რომლის ვინაობაც უცნობია, შესჩიოდა ჟურნალისტს პოლიციის უმოქმედობაზე, როგორც დღისით ასევე ღამის საათებში.ამ დროს ქურდმა მისი ოქროს ძეწკვის მოპარვა სცადა, მაგრამ გაწყვეტილი ძეწკვის ქალბატონის ხელიდან გამოგლეჯვა ვეღარ მოახერხა და გაიქცა. ჟურნალისტი, რომელიც ქალბატონისგან ინტერვიუს იღებდა, მძარცველს დაედევნა, მაგრამ მისი დაჭერა ვერ მოახერხა. 205 5-ს მოსწონს
|