x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
შანსი ჯერ კიდევ არის!

imageსაქართველოს U17 ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შანსი კიდევ აქვს. ჩვენმა ნაკრებმა პირველი თამაში გერმანიასთან მინიმალური ანგარიშით 1-0 დათმო. მეორე მატჩი საფრანგეთთან კი ფრედ 1-1 ითამაშა.იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით ჯგუფში ბოლო ადგილზე ვართ მხოლოდ 1 ქულით, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანს მაინც ვინარჩუნებთ. დღეს თბილისის დროით 21:20 საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში თუ დღეს ქართველები მოიგებენ და ფრანგები გერმანიასთან წააგებენ ან ფრეს ითამაშებენ შემდეგ ეტაპზე საქართველოს ნაკრები გავა! დღევანდელი მატჩის პირდაპირ ტრანსილაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:nika369
nika369
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0