კერძები ხორცისაგან ხორცის "ტორტი" 2014, 11 აპრილი, 12:22 ინგრედიენტები:
● ღორის ფილე - 700 გრამი (6 ცალი) ● ინდაურის მკერდის ფილე - 700 გრამი (6 ცალი) ● ბროკოლი - 200 გრამი ● ბულგარული წიწაკის კონსერვი - 200 გრამი ● ჟელატინის ფხვნილი - 25 გრამი ● მარინადი (იოგურტი + მარილი + წიწაკა + ნიორი) - 200 გრამი მომზადება: მოვამზადოთ მარინადი იოგურტით, მარილით, წიწაკითა და ნივრის შეზავებით (თითოეული ინგრედიენტის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ გეოვნებით), გადავუსვათ ღორისა და ინდაურის ხორცს და გავაჩეროთ 2 საათის განმავლობაში. ამასობაში მოვხარშოთ ბროკოლი და მდუღარე წყალში გავაჩეროთ 3 წუთი, ამის შემდეგ მომენტალურად ჩავდოთ ცივ წყალში (იგი შეინარჩუნებს ფერს და ამავდროულად დაიშლება პატარა ნაწილებად); ბულგარული წიწაკა დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად და ღორის ხორცზე დავალაგოთ; თანაბრად მოვაყაროთ ინდაურის ფილეს ჟელატინის ფხვნილი; ამის შემდეგ ჟელატინის ფხვნილი მოვაყაროთ ბროკოლს, დავუმატოთ წიწაკა და დავალაგოთ ინდაურის ფილეზე. მიღებული ფენები (ღორის ხორცისა და ინდაურის ფილესი) შევაერთოთ (ისე, რომ ხორცები იყოს გარეთ; ზედა ფენა იყოს ღორის ხორცის) და შევდოთ ღუმელში 200 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე 40 წუთის განმავლობაში. სასურველი იქნება თუ გამოღებულ ხორცს მოვათავსებთ ფოლგის ქაღალდში და სიმძიმის ქვეშ გავაგრილებთ 2 საათის მანძილზე. ამის შემდეგ... გემრიელად მიირთვით 185 11-ს მოსწონს
|