ცივი კერძები ზანზალაკები საუზმედ 2014, 11 აპრილი, 11:26 ინგრედიენტები:
● ლორი - 100 გ.
● ყველი ან უცხიმო ხაჭო - 50 გ.
● სტაფილო - 1-2 ცალი
● ნიორი - 1 კბილი ● მაიონეზი - გემოვნებით მომზადება: თხელ ფირფიტებად დავჭრათ ლორი და გადავახვიოთ ისე, რომ მიიღოს ზარის ფორმა (სამაგრებად გამოვიყენოთ კბილის ჩხირები). შიგთავსისთვის გავხეხოთ სტაფილო, ყველი, ნიორი და მაიონეზთან ერთად ავურიოთ. მიღებული მასა ჩავტენოთ ლორის "ზარებში" და სურვილისამებრ შუაში ჩავუდოთ ერთი ზეთისხილი. ამის შემდეგ კი... გემრიელად მიირთვით 131 6-ს მოსწონს
|