ცივი კერძები საუზმე - შხამა სოკო 2013, 26 ოქტომბერი, 13:20 ინგრედიენტები: კვერცხი - 3 ცალი ლორი - 120 გ. ყველი - 100 გ. პომიდორი (პატარა) - 15 ცალი კიტრი - 1 ცალი მწვანილი (კამა, სალათის ფურცლები) - გასაფორმებლად მაიონეზი - 2 სუფრის კოვზი მომზადება: წვრილად დავჭრათ მოხარშული კვერცხი, ლორი და ყველი. შევურიოთ ყველაფერი ერთმანეთს, დავუმატოთ მაიონეზი. მღებული მასა პატარა ბურთებად დავამრგვალოთ და ამით გავაკეთოთ სოკოს ფეხები, რომლებსაც კიტრის მრგვალ ნაჭრებზე დავდგამთ. ქუდად კი შუაზე გაჭრილი პამიდორი გავუკეთოთ, რომელსაც ზემოდან წინწკლებად მოვრთავთ მაიონეზით. მწვანილებით, ნამდვილი სოკოს მსგავსად, მოვურთოთ ირგვილი და... გემრიელად მიირთვით 271 15-ს მოსწონს
|