x
მეტი
  • 03.06.2024
  • სტატია:135073
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509424
ექსტრასენსებს გაუჩინარებული მალაიზიური თვითმფრინავის"ბოინგ777"-ის გატაცების არ სჯერათ


ავსტრალიელმა მაშველებმა ბოლო სიგნალი 7-8 აპრილს მიიღეს ერთი თვის წინ ინდოეთის ოკეანეში გაუჩინარებული ბოინგ 777-ის შავი ყუთიდან. მიუხედავად ამისა "სი ენ ენ'-ისთვის მიცემულ კომენტარში ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი იმედს არ კარგავს და ამბობ რომ დაკარგული ბოინგის პოვნის შანსი კიდევ არსებობს.როგოც 9 აპრილს დილით გახდა ცნობილი მაშველებმა კვლავ გაიგეს სიგნალი დაკარგული ლაინერიდან. ისინი იმედოვნებენ, რომ ძიების არეალში, რომლის ფართობი 77ათასი კვადრატული კილომეტრია იპოვიან თვითმფრინავის შავი ყუთის ჩანაწერს. ამ დრომდე რადარებმა დააფიქსირეს სიგნალები, თუმცა გადამცემ მოწყობილობათა ბატარეები მხოლოდ 1 თვის მანძილზე იმუშავებენ, დრო სულ უფრო მცირე რჩება. გავრცელდა ინფორმაცია იმის შეახებ რომ ბოინგი გაიტაცეს და მასზე მყოფი მგზავრები ამჟამად ავღანეთში იმყოფებიან. ანონიმი ავტორის მიერ ინტერნტში ატვირთულ მასალაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი გატაცებულია 20 სპეციალისტის გამო, რომელტა ცოდნა ვიღაცას სჭირდებოდა. პროგრამა "ვესტი" შეეცადა გაერკვია ამ ვერსიის განხორციელება რამდენად იყო შესაძლებელი. ის რომ "ბოინგი" შეიძლება იმყოფებოდეს ავღანეთში, კერძოდ კი ყარაღანდაში, უამრავ კითხვას ბადებს., უმთავრესი კი : შეეძლო კი ლაინერს იქამდე მიღწევა. მანძილი გამოფრენის პუნქტიდან კუალა-ლუმპურსა და ყარაღანდს შორის 5 ათას კილომეტრამდეა. საწვავი ამხელა დისტანციაზე გასაფრენად არ იქნებოდა საკმარისი, რადგან თვითმფრინავი უნდა დაშვებულიყო პეკინში, სანამდე მანძილიც 1000 კილომეტრით ნაკლებია.

ცნობილი ექსტრასენსი ირიკ სადიკოვი თავის აზრს გამოთქვამს ამ ვერსიებზე და ამბობს, რომ სიგნალების მიღება სინამდვილისგან შორს არ უნდა იყოს, თუმცა პოვნა ძნელია, რადგან ინდოეთის ოკეანის სიღრმე ხელს უშლის მუშაობას. რთულია 4 კმ სიღმეში ძებნა, მაგრამ ერთ თვეში რამე მაინც უნდა ეპოვათ". სადიკოვის მინიშნებებით სხვა დროს მომხდარ ავიაკატასტროფებში მიაგნეს ხელმოსაჭიდ ფაქტებს.

ექსპერტთა უმეტესობა მაინც თვლის, რომ "ბოინგი" ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა. შესაძლოა წყალქვეშა სამძებრო ექსპედიციამ ბევრ კითხვას გასცეს პასუხი.

სააგენტო "ინტერფაქსი"ავრცელებს, რომ სიგალების ძებნა კიდევ გაგრძელდება, მანამ ვიდრე არ დადგინდება რომ ბატარეები საბოლოოდ დაჯდა.


იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება სიგნალის დაფიქსირება, ოპერაციაში ჩაერთვება წყალქვეშა რობოტი Bluefin-21, რომელიც შეძლებს წყლის სიღრმეებში ჩაღწევას.
ლაინერი რომელიც კუალა-ლუმპური- პეკინის რეისს ასრულებდა რადარების ეკრანებიდან გაქრა 2014 წლის 7 მარტს.მის ბორტზე 29 ადამიანი იმყოფებოდა. ძებნა დღემდე გრძელდება, თუმცა უშედეგოდ, არ უნახავთ არც ნამსხვრევები, არც შავი ყუთი.თვითმფრინავის გაუჩინარების ვერსიები დღითიდღე მრავლდება და უკვე ფანტასიკის სფეროშიც გადადის.
მალაიზიის მთავრობა აცხადებს რომ თვითმფრინავს კურსი განგებ შეაცვლევინეს.image



















0
97
შეფასება არ არის
ავტორი:ელო.ევა
ელო.ევა
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0