x
მეტი
  • 03.06.2024
  • სტატია:135073
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509424
სიამის ტყუპები, რომელთაც დაშორება არ სურთ (+ ფოტოები)
imageისინი 12 წლის წინ დაიბადნენ და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიეს. მათ ორი სხეული აქვთ წელს ზემოთ, ქვემოთ კი ორივეს მხოლოდ ორი ფეხი. მათ სოფელში ზოგიეთი ადამიანები ღმერთის განსხეულებად თვლიდნენ და ეთაყვანებოდნენ. ექიმები ფიქრობდნენ, რომ როგორც დაიბადნენ, მაშინვე შეიძლებოდა მათი გაყოფა, მაგრამ მშობლებმა უარი განაცხადეს, ახლა კი არც თვითონ უნდათ. "ჩვენ არ გვინდა დაცალკევება არც ახლა და არც სიბერეში. ჩვენ სულ ერთად ვიქნებით".

წყვილი ცენტრალურ ინდოეთში დაიბადა რეიპურთან ახლოს ერთ პატარა სოფელში. მათ ორი ფეხი და ოთხი ხელი აქვთ და ოთხივეთი საქმიანობენ. ისინი აოცებენ ყველას თავისი საქციელით, თუ როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე, ეხმარებიან დაბანაში და ჭამაში.

მათ საერთო მუცელი აქვთ, ფილტვები კი ცალ-ცალკე, გულიც ორივეს თავისი აქვს და ტვინიც. ისინი თავის მოვლას მინიმალური ძალისხმევით ახერხებენ, რადგან ერთმანეთს უვლიან, ვარცხნიან.

მათ კიბეზე ჩასვლაც შეუძლიათ. თამაშობენ მეზობლის ბავშვებთან.


ერთს შივანატხი ჰქვია, მეორეს შივამი. შივანატხი შედარებით სუსტია. ის გვეუბნება, რომ ველოსიპედის ტარებაც შეუძლიათ და სკოლაშიც დადიან. ისინი კარგი მოსწავლეები არიან. შეიძლება ითქვას საუკეთესონიც მთელს სოფელში, მათი 45 წლის მამის რაჯ კუმარის საამაყოდ, რომელიც ძალიან ზრუნავს მათზე. მას ჰყავს ცოლი შრიმატი და ხუთი ქალიშვილი. მამა აცხადებს, რომ ვაჟებს არ მისცემს სოფლის დატოვების უფლებას, რადგან სხვებს მხოლოდ მათი თვალიერება მოუნდებათ, იმას კი არავინ იფიქრებს, რამდენი პრობლემები აქვთ ბავშვებს. წვიმის სეზონის დადგომისას მათ უჭირთ სკოლაში სიარული. როცა ერთს დაჯდომა მოესურვება, მეორე მაშინ წევს, თუმცა ერთმანეთს კარგად უგებენ და ამაზე არ ჩხუბობენ.

მამა ამბობს, რომ ფულიც რომ ჰქონდეს, ბავშვებს არ დააშორებდა, იმიტომ, რომ შივამი თუ ნორმალური დარჩება, შივანახტს ფეხები არ ექნება და მთელი სიცოცხლე ვერ იმოძრავებს სხვისი დახმარების გარეშე.

ასეთი ტყუპები 50 000-ში ერთი იბადება და მათგან მხოლოდ ერთი პროცენტი აღწევს ერთი წლის ასაკამდე. ასეთები უკვე ცხოვრობდნენ ინდოეთში: განგა და იამუნა. ისინი ცირკში მუშაობდნენ. მათ ჰყავდათ საერთო ქმარი სახელად გადათხარი.imageimageimageimageimageimageimageimage





0
170
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0