x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
როგორ შევიცნოთ კირჩხიბი (ლინდა გუდმენის ასტროლოგიის მიხედვით)
image

























22 ივნისი - 23 ივლისი


დრო მოვიდა ამ ჩემთვის კარგად ნაცნობ ზოდიაქოს ნიშანზეც ვისაუბრო.

რას იზავ, კირჩხიბებს ქალწულები განსაკუთრებით იზიდავენ :D.



ესეც ჩემგან კირჩხიბებს. ოცნების დროს მოუსმინეთ.



კიბოს საყვარელი დრო მთვარიანი ღამეა. სწორედ ღამით, იდუმალებით მოცულ ვერცხლისფერ შუქზე ეძლევა თავის ოცნებებს კიბო. მთვარის ჯადოსნური შუქი მშვენივრად ერწყმის მის ცვალებად ხასიათს.

მთვარიან ღამით, ბუნების წიაღში, მცირე ხნით დააკვირდით მთვარეს და ბევრ საერთოს აღმოაჩენთ კიბოს ხასიათთან, პიროვნებასთან. შეხედეთ რა სწრაფად იცვლის ფორმას.

კიბოს განწყობილების ცვალებადობაც იმავე მიზეზებით აიხსნება, რითაც მიქცევა და მოქცევა, რომელიც მთვარის ზეგავლენით ხდება. მგარამ თვითონ მთვარე არ იცვლება, მხოლოდ ცვალებადად გვეჩვენება. იგივე ემართება კიბოსაც. მიუხედავად მოჩვენებითი წინააღმდეგობებისა იგი ერთი და იგივე ადამიანია. მისი განწყობილების ერთ-ერთი ფაზაა გადამდები სიცილი. როცა კიბო იცინის თავის შეკავება ძნელია. მეტი იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი ძნელად თუ მოიძებნება.

სულაც არ მშურს თქვენი თუ კიბოს ცუდი განწყობილების მოწმე გახდით. მას შეუძლია არათუ თვითონ ჩავარდეს დეპრესიაში, არამედ გარშემო მყოფნიც ჩაითრიოს. პესიმიზმი მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა და მეტნაკლებად გამუდმებით ამ მდგომარეობაშია.

კიბოს წყენინება ძალიან იოლია. განაწყენებული კი პირქუშად დუმს და წყენის მიზეზს ვერაფრით მიხვდებით. ასეთ დროს უფრო ხშირად კიბო საკუთარ თავში იკეტება და სიცოცხლის ნიშანწყალს არ ამჟღავნებს. უარს ამბობს წერილებსა და ტელეფონზე პასუხის გაცემაზე.

კიბოს კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა უმიზეზო უხეშობა, თვით გაბოროტებაც კი. კონკრეტულად ვინმეზე კი არა, მთელ მსოფიოზე. საბედნიეროდ ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გასტანს, იცვლება მთვარის ფაზა და კიბოს ხასიათიც.

კიბოებს არაჩვეულებრივად მეტყველი სახე აქვთ, მრავალგვარ განწყობილებას ერთდროულად ირეკლავს. კიბოები არიან წარსულის, ისტორიის და ყოველივე ძველებურის ერთგულნი. სახელმწიფოს ისტორია მათ საკუთარ წინაპრებისაზე არანაკლებ აინტერესებთ. უყვართ ანტიკვარიატის და საერთოდ წარსულთან დაკავშირებული ყველა ნივთის კოლექციონერობა.

ადამიანი-კიბო დასახულ მიზანს არასოდეს პირდაპირ არ მიუახლოვდება. მის გარშემო იტრიალებს და ისეთ სახეს მიიღებს თითქოს სულ სხვა საქმით არის გართული, ამ დროს კი მთელი ყურადღება იქით აქვს მიპყრობილი.

კიბო დიდი სიყვარულით ეპყრობა თავის სახლს. ეს ის ადგილია სადაც იგი თავს ყველაზე მყუდროდ და მშვიდად გრძნობს. კიბო ყველაზე ბედნიერი საკუთარ სახლშია.

კიბოს უყვარს წყალი, თუ არ ცურავს ან წყლის თხილამურებით არ სეირნობს მუხლამდე წყალში მაინც იბორიალებს. მათ უმრავლესობას აქვს საკუთარი ნავები და თვით კატერებიც კი. თავის იახტაზე მყოფი კიბო თამამად შეიძლება მოკვდავთა შორის უბედნიერეს ადამიანად ჩაითვალოს.

კიბოები უჩვეულოდ ემოციურები არიან. საზრუნავს და დარდს მათი ლოგინად ჩაგდება შეუძლია, ხოლო სიხარულს - განკურნება. თამამად შეიძლება ითქვას რომ ხშირად თავისი უბედურების მიზეზი თვითონ კიბოა.

უმეტესობა კიბოებისა ჩინებული მებაღეები არიან. როგორც წესი, ცოტა ძუნწი, მაგრამ ყოველთვის ფულიანი ხალხია. აღსანიშნავია რომ საყვარელი ადამიანისათვის კიბო არაფერს დაიშურებს.

კიბო დიდი გურმანია. როცა საკუჭნაო და მაცივარი პროდუქტით აქვს გამოტენილი, მომავლის რწმენა ემატება. საჭმელზე ლაპარაკიც კი კარგ ხასიათზე აყენებს და ამ დროს სახე კმაყოფილებით უბრწყინავს.

ორივე სქესის კიბოებს ძლიერ განვითარებული მშობლიური ინსტიქტი აქვთ.

თავის ფაქიზ და მგრძნობიარე გულს კიბო მტკიცე ჯავშნის ქვეშ მალავს. მძაფრ, ცხოვრებისეულ განცდებს გაურბის. მისი საყვარელი ფერებია: ოქროსფერი, ვერცხლისფერი(მთვარის სხივების ფერი), ლილისფერი და შვინდისფერი.

8
1226
5-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
1226
  
2012, 15 მაისი, 19:51
ეს ზოგადად კირჩხიბებს ეძღვნება ეთო, მამრობით და მდედრობით კირჩხიბებზე ცალკდე დევს და შეგიძლია ნახო.
2012, 15 მაისი, 17:11
ეს სტატია მამრობით "კირჩხიბებს" ეძღვნება, თუ გოგოებს? :)
2012, 15 მაისი, 12:38
რავი შენ გოგო ხარ და მე მამრობითი სქესი ვიგულისხმე. :D
2012, 15 მაისი, 1:11
"კირჩხიბი" ვარ და სულ ცეცხლის ნიშნები მიზიდავს, არავითარი "ქალწულები" :)
2012, 11 მაისი, 14:44
ხო რავი რა
2012, 10 მაისი, 21:26
მწვანეც ეწერა სხვათაშორის და აგარ ჩავწერე. ფერები არ დაემთხვა მარტო ? ქალ კიბოზე და კაც კიბოზე დავწერ ახლა კიდე ცალ ცალკე. 90 პროცნეტი ემთვხევა ყველაფერი. შენც არ იქნები გამონაკლისი.
2012, 10 მაისი, 20:03
ნწ კიბო ვარ და თითქმის არ დაემთხვა.... ოქროსფერი, ვერცხლისფერი(მთვარის სხივების ფერი), ლილისფერი და შვინდისფერი. აქედან არც ერთი არ მომწონს .. მე მწვანე მიყვარს :D
0 1 8