x
მეტი
  • 11.02.2025
  • სტატია:140114
  • ვიდეო:351930
  • სურათი:513118
3–3 რჩევა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

აღმოსავლელი ბრძენები თვლიან, რომ ყოველი ჩვენგანი ამ ქვეყანაზე გარკვეული პრობლემების გადასალახად და ცხოვრებისეული გაკვეთილების შესასწავლად მოდის. ზოგს ცხოვრებაში უამრავი წინააღმდეგობა ხვდება, სხვებისადმი კი, სამყარო უფრო შემწყნარებელია. ადამიანები შემთხვევით არ იბადებიან კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით. სწორედ ზოდიაქო არის იმის განმსაზღვრელი, თუ რა სახის გაკვეთილი და გამოცდა ელის ადამიანს.


image


და იმისთვის, რომ შეცდომა არ დავუშვათ და ღირსეულად გავიაროთ ცხოვრებისეული გამოწვევები, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული რჩევები.


ვერძი


I. ფულში არ არის ბედნიერება! ბედნიერება — ახლობელი ადამიანები არიან. სიმდიდრე მოდის და მიდის, ხოლო ოჯახის წევრები და მეგობრები ყოველთვის თქვენთან რჩებიან.

დააფასეთ ჭეშმარიტი სიყვარული და მეგობრობა.

II. თუ გინდათ რომ ბედნიერი იყოთ, წარსული წარსულში დატოვეთ.

III. პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება — მისგან თავის შორს დაჭერა არის.


კურო


I. ყველა ადამიანი თანასწორია, სტატუსისა და მდგომარეობის მიუხედავად. არავის აქვს უფლება საკუთარი თავი სხვებზე მაღლა დააყენოს და თავი ზეადამიანად წარმოიდგინოს.

II. მოექეცით სხვებს ისე, როგორც გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ.

III. შემთხვევით არაფერი ხდება. ამ სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია.


მარჩბივი


I. ეგოიზმი არასდროს აყენებს ადამიანს მომგებიან პოზიციაში. ის მხოლოდ წუთიერი ძალაუფლების, კარგი განწყობის და თვითკმაყოფილების შეგრძნებას იძლევა.
II. მოერიდეთ ტყუილის თქმას — ტყუილით ვერ შეძლებთ პრობლემის მოგვარებას და შეიძლება, მდგომარეობა კიდევ უფრო დაიმძიმოთ.
III. იყავით შორსმჭვრეტელი — ეს არის ჭკვიანი ადამიანების თვისება და კიდევ მათი, ვინც საკუთარი დროის ფასი იცის.



კირჩხიბი


I. ამ სამყაროში ყველაფერს თავისი ფასი აქვს! თუ ვინმეს ტკივილს მიაყენებთ, არც თქვენ დარჩებით დაუსჯელი.
II. იმაზე უკეთესად ნუ მოაჩვენებთ სხვებს თავს, ვიდრე სინამდვილეში ხართ.
III. იყავით ხელგაშლილი, თუ არ გინდათ, რომ მარტო დარჩეთ.


ლომი


I. ყველაზე სასარგებლო თვისება ამ ცხოვრებაში — საკუთარი თავის სხვის ადგილზე წარმოდგენაა. ის ძალას და თავისუფლებას მოგცემთ, რაზეც უმრავლესობა ოცნებობს.
II. იმდენი უნდა დახარჯოთ, რამდენის დახარჯვის საშუალებაც გაქვთ და არა იმდენი, რამდენსაც მოდა და თქვენი სტატუსი ითხოვს.
III. ამ ქვეყანაზე ყველაფერი დროებითია, როგორც კარგი, ისე ცუდი. დღეს ღამე ცვლის, სიძულვილს – სიყვარული, ნეგატივს – პოზიტივი...


ქალწული


I. თქვენ ყოველთვის მართალი ვერ იქნებით! შეცდომა ყველამ შეიძლება დაუშვას — თქვენ, თქვენმა მტერმა და მეგობარმა, ბრძენმა და სულელმა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ შეცდომების აღიარება შეგეძლოთ.
II. თუ გინდათ რომ ბედნიერი იყოთ, ნუ შეგეშინდებათ, უნდა გარისკოთ!
III. სხვისი დახმარება არ გესაჭიროებათ. მაშინაც კი, თუ გგონიათ, რომ პრობლემას მარტო ვერ გაუმკლავდებით, ყველაფერს შეძლებთ.


სასწორი


I. ცხოვრება შავ-თეთრი ზებრა არ არის — ის ჭადრაკის დაფაა და არჩევანი ყოველთვის თქვენზეა.
II. ნუ მოითხოვთ ირგვლივმყოფებისგან ისეთ რამეს, რასაც თავად ვერასდროს გააკეთებთ.
III. სული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხორცი. ისევე, როგორც აზრია – მოქმედებაზე უფრო მთავარი. აზრი მატერიალურია და მას ახდენა შეუძლია. ამიტომ, აკონტროლეთ საკუთარი აზრები.


მორიელი


I. თუ თქვენ სრულიად მარტო შეცვლით სამყაროს უკეთესობისკენ, ეს მაინც არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ სხვებს მიუთითოთ, თუ რა უნდა აკეთონ.

II. სხვებს რჩევა მხოლოდ მაშინ მიეცით, როდესაც ამის შესახებ, თხოვნით მოგმართავენ. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, თქვენი მცდელობა მანიპულაციად შეფასდეს.
III. თუ ვინმეს ტკივილი მიაყენეთ, ნუ განაწყენდებით ადამიანზე, თუ საპასუხოდ, ისიც ტკივილს მოგაყენებთ.


მშვილდოსანი


I. დიპლომატიური ადამიანები ყოველთვის უფრო წარმატებულები არიან, ვიდრე ეგოისტები. ეს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილია და რაც უფრო მალე ისწავლით მას, მით უკეთესი იქნება თქვენთვის.
II. დააფასეთ ირგვლივმყოფთა დახმარება. ბოროტად ნუ ისარგებლებთ მათი ნდობით და კეთილგანწყობით, თუ არ გინდათ, რომ ზურგი შეგაქციონ და მარტო დარჩეთ.
III. უნაკლო არავინ არის! ნუ დააყენებთ საკუთარ თავს, სხვებზე მაღლა — ჩვენ ყველანი, ერთდროულად, განსხვავებულებიც ვართ და ერთნაირებიც.


თხის რქა


I. იდეალური ადამიანები არ არსებობენ, რაც უფრო მეტად შეეცდებით ამ მდგომარეობამდე მისვლას, მით უფრო მოსაწყენი გახდებით ირგვლივმყოფთათვის.
II. ცვლილებები — ნორმალურია. ყველაფერი იცვლება: სამყარო, მსოფლიო, ადამიანები, გრძნობები, ურთიერთობები!
III. წარსული წარსულში უნდა დარჩეს. ძველ წყენას ნუ მისცემთ, რეალურ ცხოვრებაში შემოჭრის უფლებას!


მერწყული


I. ყოველთვის დააფასეთ სხვების დახმარება და ყურადღება! იმას, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული და გულწრფელი მეგობრობა, მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ, როდესაც ვკარგავთ.
II. მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ წარმატებას, თუ ყველაზე უკეთესი იქნებით თქვენს სფეროში. ყოველთვის ისწრაფეთ განვითარებისკენ!
III. პატივისცემით მოექეცით ადამიანებს! არასდროს დაამციროთ ისინი, განსაკუთრებით, სხვების თანდასწრებით, თორემ მომავალში დიდი პრობლემები შეგექმნებათ.


თევზები


I. ცხოვრებისგან სიამოვნება რომ მიიღოთ, ჯერ პრიორიტეტები უნდა განსაზღვროთ. ზუსტად უნდა დაადგინოთ რა გინდათ – დაისახოთ მიზანი და მისკენ იაროთ.
II. ოჯახი — ყველაზე მთავარია ცხოვრებაში! დააფასეთ თქვენი ახლობლები და ყველაფერი ის რასაც ისინი თქვენთვის აკეთებენ.
III. ცხოვრება — 1 კარში თამაში არ არის. მხოლოდ მიღება კი არა, გაცემაც უნდა ისწავლეთ, თუ არ გინდათ, რომ მარტო დარჩეთ.


imageარხის სხვა სიახლეები:


* "ტიტანიკის" ჩაძირვის მიზეზი აისბერგი არ ყოფილა – ექსპერტებმა ახალი ფაქტორი დაასახელეს

* საინტერესო ფაქტები ჩვენი სხეულის შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის
* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 17 (25 ფოტო)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
76
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0