საზოგადოება მექსიკელი არალეგალი, მიკროავტობუსის სავარძელში "ჩაკერილი" აღმოაჩინეს საზღვარზე. 2014, 10 აპრილი, 13:39 როგორც ცნობილია მექსიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვედრის მსურველები ძალიან ბევრია მექსიკაში. რა ხერხს არ მიმართავენ "ოცნების" ქვეყანაში მოსახვედრად, იქნება ეს გვირაბის გაყვანის საშუალებით გადასვლა, პლანერით ან დელტაპლანით გადაფრენა, მანქანის საბარგულით და ტვირთში დამალვით გადასვლა, მაგრამ ყოველივე ეს ამერიკელებისათვის უკვე ცნობილი "ხერხია" და მექსიკელი არალეგალებიც იძულებული არიან ახალ ფანტაზიას მიმართონ საზღვრის გადასალახად, ბუნებრივია ყველგვარი ოფიციალური საბუთების გარეშე. ქართული ანდაზა ზუსტად ამ მექსიკელ არალეგალებზეა–"გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო". 2784 17-ს მოსწონს 4-ს არა
|