x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
როგორ გავაკეთოთ ფრჩხილის ლაქისგან დეკორატიული ყვავილები (ვიდეოგაკვეთილი)
image

დააკვირდით ამ ფოტოს! ხომ ლამაზია? არადა რომ იცოდეთ რა მარტივად არის გაკეთებული... მხოლოდ მავთული და ფრჩხილის ლაქი და მშვენიერი დეკორატიული ყვავილები მზადაა.


ახლა კი დაწვრილებით აგიხსნით რა მასალებია ამ სილამაზის შესაქმნელად საჭირო:


ფრჩხილის ფერადი ლაქი


საწერი კალამი

მავთული

მაკრატელი

ლაქის დასაფიქსირებელი სპრეი

დეკორაციები თქვენი სურვილით, მაგ. ბისერები.


1. დავახვიოთ წვრილი მავთული საწერ კალამზე და გავაკეთოთ ყვავილის ფურცლები ზუსტად ისე, როგორც სურათებზეა ნაჩვენები. ფურცლები არ უნდა იყოს 5 მმ-ის დიაგონალზე დიდი, რადგან ლაქის წვეთის "დაჭერა" გაჭირდება.


imageimageimageimage





























ჩაყავით ფუნჯი ლაქში, ამოიღეთ მოზრდილი წვეთი და დააწვეთეთ ყვავილის თითო ფურცელს იმგვარად, რომ ფურცელი სრულად დაიფაროს. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი იდეალურად გამოვიდეს, რამდენიმე ცდა დაგჭირდებათ, შემდეგ კი ყველაფერს ადვილად აითვისებთ. ყვავილი გეჭიროთ ხელში სანამ ლაქი ბოლომდე არ გაშრება. ამის შემდეგ იგივე პროცედურა გაიმეორეთ კიდევ 1 ან 2-ჯერ, ანუ ლაქი უნდა იყოს 2 ან მეტ პირად გადასმული.


imageimage











image


ახლა კი გთავაზობთ ვიდეოს, რომელზეც იგივე პროცესია ასახული. ვფიქრობ ამით უფრო ნათელი შთაბეჭდილება შეგექმნებათ ამგვარი დეკორაციების გაკეთების პროცესზე.


1
451
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
451
  
2014, 7 აპრილი, 20:20
ძალიან ლამაზია, ვიდეოგაკვეთილიც მომეწონა
0 1 1