x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121637
  • ვიდეო:354861
  • სურათი:493771
ხრიკი, რომლის შემდეგაც თქვენი დამტენის კაბელი აღარ აიხლართება
image
ახლართული კაბელები-მარადიული პრობლემაა. შემოგთავაზებთ ვიდეო გაკვეთილს, თუ როგორ შეიძლება გააკეთოთ ისე, რომ თქვენი დამტენი მოწყობილობა მოსახერხებელი იყოს. ამ ხრიკის მეშვეობით, დამტენის კაბელი აღარ აიხლართება და თქვენი ნერვებიც წესრიგში იქნება.

ამისათვის კი დაგჭირდებათ მხოლოდ თქვენი მობილურის დამტენი კაბელი, ჩვეულებრივი ფანქარი და წებოვანი ლენტი.

მაშ ასე, მჭიდროდ დაახვიეთ დამტენის კაბელი ფანქარზე, თავი და ბოლო დაუმაგრეთ წებოვანი ლენტით და ამის შემდგომ გააცხელეთ კაბელი თმის საშრობის, ფენის დახმარებით 1-2 წუთის განმავლობაში. აცადეთ რომ გაგრილდეს და მხოლოდ შემდეგ გამოაძვრინეთ ფანქარი კაბელიდან.

ახლა კი... ნახეთ რა გამოგივიდათ? ძალიან მოსახერხებელია, ალბათ დამეთანხმებით.


თქვენ აღარ მოგიწევთ ახლართული კაბელების გასწორება, რადგან მას ეს აღარ ემუქრება.

ბუნებრივია, ეს იდეა ახალი არ არის, რადგან ამ ტიპის კაბელები უკვე გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ძველ ქალაქის ტელეფონებზე. მაგრამ მისი გამოყენების იდეა თქვენი სმარტფონების დამტენების კაბელებზე, მართლაც გენიალური ჩანაფიქრია.

იმედია მოგეწონათ ეს ხრიკი... თუ ასეა არ დაგავიწყდეთ, რომ გაუზიაროთ მეგობრებს!

გისურვებთ წარმატებებს!


უყურეთ ვიდეოს, სადაც დეტალურად არის ნაჩვენები თუ როგორ უნდა გახადოთ თქვენი დამტენის კაბელი ორიგინალური:

ასევე იხილეთ სხვა სიახლე შემდეგ ბმულზე:


image
imageიცით, რატომ აქვს აიფონს ეს პატარა ხვრელი?


0
225
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0