x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე უცნაური, გადაშენებული პროფესიები.
ჟურნალ " The Economist "-ის განცხადებას თუ ვირწმუნებთ, სამომავლოდ რობოტები ჩაანაცვლებენ ბუღალტერიას, გაყიდვების აგენტებსა და ოპერატორებს. მსოფლიოს უმდიდრესი პროგრამისტი Bill Gates-იც ამბობს, რომ უდიდესი პოტენციალი აქვთ რობოტებს თანამედროვე პროფესიის განვითარებაში.


ტექნოლოგიების მაღალი განვითარების გამო ქრება სპეციალური საჭიროება, რომლებიც დღეს ჩვენ მიგვაჩნია ერთ-ერთ აუცილებელ და შეუცვლელ პროფესიად. თუმცაღა, 19-ე საუკუნის მიწურულს სამრეწველო რევოლუცია განიცადა პროფესიებმა და მათი გადარჩენის შანსი ფაქტობრივად არ არსებობს, რაც რომ იმ დროს ძალიან ჩვეულებრივ და ნორმალურ პროფესიას წარმოადგენდა.


შემოგთავაზებთ კრებულს, სადაც წარმოდგენილია პროფესიები, რომლებიც 1850 წლიდან შრომითი ბაზრიდან თანდათან გაქრა ა.შ.შ-ს ბიუროს დასაქმების თანახმად:



1. დაგეროტიპისტი. ეს პროფესია ფართოდ გამოიყენებოდა "იმ დროს", რომელიც წარმოადგენდა ისეთ ოსტატს, ვინც ახდენდა პროფესიონალური პორტრეტების ვერცხლით გაპრიალებას.


image



2. მილის მწმენდავი. მათი წყალობით ხდებოდა ერთ-ერთი ყველაზე ბინძური სამუშაოს შესრულება, რომელიც გულისხმობდა არსებული მილების გაწმენდვას ქუჩაში, დაწესებულებებში, სახლებში. ამ მილებში მოიაზრებოდა საკვამლე მილიც.

image



3. თაგვების დამჭერი. არსებობდნენ თაგვების დამჭერები, რომლებიც სპეცილურ ორგანიზაციაში მუშაობდნენ და ასრულებდნენ გამოძახებით სამუშაოებს, რომელიც ითვალისწინებდა ამა თუ იმ დაწესებულებაში მღრღნელების (თაგვი, ვირთხა) დაჭერას და განადგურებას. სწორედ მათი წყალობით აირიდა კაცობრიობამ უამრავი საშიში ინფექციური დაავადება.

image


4. რძის დამტარებელი. უძველესი დროიდან რძე პატარების და დიდების საყვარელ სასმელს წარმოადგენდა, თუმცა არ არსებობდა ინდივიდუალური მაცივარი სახლის პირობებისთვის, ვინაიდან რძე მალე ფუჭებადი პროდუქტია, მოსახლეობა ყიდულობდა ყოველ დღე ახალ-ახალ პროდუქტს, რომელსაც სპეციალური კონტეინერით დაატარებდნენ.

image




5. ძაფის კოსტუმერი. ყველანაირ ინდუსტრიაში ქსოვილები თუ თეთრეული მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ამ ქსოვილების შექმნისთვის კი საჭირო იყო სპეციალური ძაფი, რომელთა წარმოება სპეციალურად- პროფესიით "კოსტუმერებს" ევალებოდათ.

image



6. ქვის გამანდგურებელი. ქვა გარდა სამშენებლო მასალისა, ასევე გამოიყენებოდა ავეჯის ინდუსტრიაში, მაგ-ად ამზადებდნენ ქვის მაგიდებს. თუმცა საკმაოდ რთულ საქმეს წარმოადგენდა ქვაზე მუშაობა და ამის შესაფერისი პროფესიაც არსებობდა, რომელთა მიმდევრები ანაწევრებდნენ შესაბამის ფილებად ქვებს.

image




7. ადამიანი "მაღვიძარა". ეს პროფესია თავდაპირველად გამოჩნდა ინგლისსა და ირლანდიაში, რომელიც ითვალისწინებდა იმ ადამიანთა გაღვიძებას, რომლებიც მუშაობდნენ და დილით სამსახურში არ დაეგვიანათ. გასაღვიძებლად კი გამოიყენებოდა ბამბუკის გრძელი ჯოხები და ხელკეტები, რომელთა მეშვეობით ისინი მუშა პერსონალს ფანჯრებზე უკაკუნებდნენ გაღვიძების მიზნით.

image



8. "გამომთვლელი" ქალები. ალბათ ძნელი წარმოსადგენია დღევანდელი თაობისთვის, რომ უძველეს დროში არ არსებობდა გამომთვლელი მანქანა, ე.წ. "კალკულიატორი", რომელთა დანიშნულებას ქალები ასრულებდნენ. "გამომთვლელი" ქალები გამრავლება-გაყოფას და მათემატიკის სხვა ოპერაციებს ხელით ახორციელებდნენ.

image



9. "განმანათლებელი". ქარხნის მუშებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწევდათ სრული გრაფიკით უამრავი შრომითი სამუშაოების შესრულება, რის გამოც ფიზიკურად არ რჩებოდათ დრო დაეთმოთ ლიტერატურისა და პრესის წაკითხვისთვის. სწორედ ამიტომ არსებობდნენ სპეციალური ლექტორები, რომლებიც ქარხნის მუშების განათლების საკითხს აგვარებდნენ, ისინი მიდიოდნენ განსაზღვრულ დროს მათთან ქარხნებში და ხმამაღლა უკითხავდნენ ლიტერატურულ ნარკვევსა და ახალ ამბებს.

image

4
470
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
470
  
2014, 12 აპრილი, 23:00
ეეე,აბა,რა კითხვა უნდა,:) მდივნები რატომ არიან ქალები?:):)
2014, 7 აპრილი, 14:57
კარგი სტატიაა საინტერესო
2014, 6 აპრილი, 17:12
ქალები მეტად ჭკვიანები ვართ და იმიტომ. (ეს ისე ხუმრობით) :))
2014, 6 აპრილი, 17:11
ბოლო ორი "პროფესია" განსაკუთრებით მომეწონა:)) ისე, გამომთვლელი რატომ იყვნენ მაინცდამაინც ქალები ვერ ვხვდები?:))
0 1 4