x
image
t.x.
"მრცხვენია...სოციალური მედია ძალიან ეშმაკია"- აცხადებს "ადამიანი-ობობა"-ს ვარსკვლავი ჯეიმს ფრანკო
imageჯეიმს ფრანკომ განაცხადა, რომ მას სურდა შოტლანდიელი გოგონას გაცნობა ინსტაგრამის მეშვეობით. 35 წლის "ადამიანი-ობობას" ვარსკვლავი(აქ ის ჰარი ოზბორნის როლს ასრულებს) აცხადებს, რომ 17 წლის ლუსი ქლოდესთან მიმოწერა ცუდი იდეა იყო მისი მხრიდან. ის ეკითხებოდა გოგონას თუ რამდენი წლის იყო, ჰყავდა თუ არა მეგობარი მამაკაცი და დაექირავებინა თუ არა ოთახი მასთან შესახვედრად. გოგონამ ფრანკოს ახალი სურათები მოსთხოვა, რათა დარწმუნებულიყო, რომ საქმე თვითმარქვიასთან არ ჰქონდა.image

ფრანკომ გოგონასთან ურთიერთობისას ვერ გაითვალისწინა, რომ ის ორჯერ დიდი იყო მოზარდზე. ფრანკო არც იმას ელოდა, რომ მისი მიმოწერა ასე დააინტერესებდა ვინმეს და საჯარო გახდებოდა. ის ახალბედაა ამ სოციალურ ქსელებში და ვერ განსაზღვრა ყველაფერი.

ბევრი მის საქციელს გადამდებ ვირუსს უწოდებს, რადგან მის ბოლო ფილმში მსახიობი მასწავლებლის როლს თამაშობს, სადაც რომანი აქვს თავის მოსწავლესთან. მოსწავლის როლს ემმა რობერთსი თამაშობს.

ლუსი ქლოდესი თეატრშიც წავიდა სადაც ჯეიმს ფრანკო ეგულებოდა, შემოაბრუნა ობიექტივი და გადაიღო სურათი, სადაც თვითონაც ჩანს და უკანა ფონზე მსახიობია ასახული. ფრანკოს თხოვნით გოგონამ სურათი ქსელში გამოაქვეყნა. image


პარასკევს მსახიობი თოქ-შოუში image
მიიწვიეს, სადაც მან აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მცდელობა იყო იმისა, რომ ახალგაზრდა გოგონა გაეცნო. ეს მისთვის საუკეთესო გაკვეთილი იქნება. ამბობს, რომ რცხვენია და სოციალური მედია ძალიან ეშმაკია.

შეგახსენებთ, ჯეიმს ფრანკო 19 აპრილს 36 წლის გახდება. მან სახელი გაითქვა ფილმით "ადამიანი-ობობა", თუმცა მანამდე 2001 წელს გადაღებულ ფილმში "ჯეიმზ დინი", ოქროს გლობუსი დაიმსახურა, ხოლო 2008 წელს მეორე ოქროს გლობუსი. imageimageimage

0
120
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0