დიეტოლოგია დაიკელი ცნობილების მაგალითზე-ბიონსეს ჯადოსნური დიეტა 2014, 4 აპრილი, 23:48 ბიონსე ნოულსი ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი, მოცეკვავე, მოდის დიზაინერი და მოდელი გახლავთ. მსოფლიომ ის ჯგუფ "Destiny’s Child"-ის შემადგენლობაში გაიცნო. ჯგუფი დღემდე ყველა დროის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ქალთა ჯგუფის ტიტულს ინარჩუნებს. მიუხედავად რამდენიმე პროფესიისა დღეს ბიონსე მუსიკალური შესაძლებლობებისა და სექსუალური ფორმების წყალობითაა ცნობილი. მომღერალი ახერხებს მუდამ ფორმაში იყოს და შესაშურადაც გამოიყურება.
2012 წლის იანვარში მომღერალს ქალიშვილი შეეძინა. ორსულობის გამო მომატებული კილოგრამების დასაკლებად მან ინტენსიურ ფიტნეს პროგრამასა და მკაცრ დიეტას მიმართა. შედეგმაც არ დააყოვნა, მომღერალმა საკმაოდ მცირე დროში 25 კილოგრამი დაიკლო.
ორსულობის შემდეგ ბიონსეს საკვების ძირითადი მარაგი ხილი და ბოსტნეული გახლდათ. ბრინჯი და მაკარონი კი წიწიბურით ჩაანაცვლა, რათა ორგანიზმისთვის ნახშირწყლების მიწოდება არ შეეწყვიტა.
ბიონსეს საიდუმლო დღეში ერთ კვებას გულისხმობს. მომღერლის დილა მოხარშული კვერცხით, ხილით, ბოსტნეულითა, ხორბლიანი უცხიმო რძით იწყებოდა. კვირაში ერთხელ მომღერალი თავს უფლებას აძლევს იცუღლუტოს და პიცა მიირთვას. 2014 წლის იანვარში გრემის დაჯილდოვებაზე კი მომღერალმა მთელი მსოფლიო გააოცა დაკლებული კილოგრამებითა და თამამი, სექსუალური სამოსით.
292 2-ს მოსწონს 1-ს არა
|