საქართველო შეცდომა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს არ ეკადრება! 2014, 4 აპრილი, 14:02 როგორც ცნობილია, პოლონეთში ვიზიტის დროს ოფიციალური სიტყვით გამოსვლისას, მარგველაშვილმა ინგლისურად ისაუბრა. სწორედ ეს ჩაუთვალა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს უპატიებელ შეცდომად. გთავაზობთ ციტატას ქალბატონი სალომეს "ფეისბუქის" გვერდიდან.
"მომეჩვენა თუ ოფიციალურ სიტყვით ოფიციალურ ვიზიტზე საქართველოს ოფიციალური პრეზიდენტი ინგლისურ ენაზე გამოდის?????? დავუჭირე მხარი მის სასახლეში შესვლას... გავამტყუნე მთავრობა რომელიც არ ესწრებოდა პრეზიდენტის პირველ ანგარიშს პარლამენტში...... მაგრამ ასეთი შეცდომა საქართველოს პრეზიდენტს არ ეკადრება! საერთაშორისო ენა არ არსებობს (არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციებში მიღებული ოფიციალური ენები, მაგრამ მხოლოდ იმ ორგანიზაციების ფარგლებში) და არსებობს პროტოკოლი და შენი სახელმწიფო ენის პატივისცემა. [ენა] ჩვენ თუ არ დავიცავით არავინ დაიცავს ჩვენს მაგივრად! ისე სხვა მხრივ ძალიან მიხარია ეს ოფიციალური ვიზიტი და ისიც, რომ ევროპაში პოლონეთით დაიწყო...", - წერს ზურაბიშვილი. 1013 3-ს მოსწონს
|