დიეტოლოგია რა საკვები უნდა მივიღოთ სიმსივნის თავიდან ასაცილებლად 2014, 2 აპრილი, 20:27 ჯონ ჰოპკინსის კლინიკამ შეიმუშავა საკვებთა სია, რომელთა
მიღების შემთხვევაშიც სიმსივნის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. არსებობს უამრავი სახის სიმსივნე; ფილტვის, მკერდის, ღვიძლის და
ასე შემდეგ. დაბალანსებული დიეტა კი დაგვეხმარება სიმსივნის
თავიდან აცილებაში.
ხილი და ბოსტნეული ხილი და ბოსტნეული შეიცავს მნიშვნელოვან ფიტოქიმიურ ნივთიერებებს, რომლებსაც ანტიოქსიდანტის ეფექტი გააჩნიანთ. ჯონ ჰოპკინსის კლინიკის ექიმები სიმსივნის თავიდან ასაცილებლად გვთავაზობენ შემდეგ ხილს: ვაშლი, მოცვი, ჟოლო, მარწყვი, ალუბალი, ლიმონი, ფორთოხალი და კივი. სასარგებლო ბოსტნეულში კი ეგრეთწოდებულ ჯვაროსან ბოსტნეულს გვირჩევენ; ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი და ისპანახი. ასევე სასარგებლო ბოსტნეულის სიაში შედის ჭარხალი და პომიდორი. ეს ბოსტნეული განსაკუთრებით მდიდარია ანტიოქსიდანტებით. მარცვლეული: ყავისფერი ბრინჯი და წიწიბურა. ასევე რეკომენდებულია თეთრი პურის მიღება. ასევე თევზის მიღება კვირაში 3-ჯერ შეამცირებს სიმსივნის უჯრედების გავრცელებას ორგანიზმში და რაც მთავარია დიდი რაოდენობით წყალი! მსხვილნაწლავისა და მკერდის კიბოს თავიდან ასაცილებლად კი ალკოჰოლისა და კოფეინის მიღება მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი 205 2-ს მოსწონს
|