x
image
მირანდა ანდრონიკაშვილი
პლანეტის ყველაზე ნიჭიერი ადამიანი
imageთუკი გამოკითხვას ჩავატარებთ დავრწმუნდებით, რომ უმეტეს ჩვენგანს არ ახსოვს რა იყო ჩვენი დღევანდელი საუზმე ან სადილი. გვახსოვს ფრაზები თუმცა ვერ ვიხსენებთ ვისგან გვაქვს იგი გაგონილი.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი ცხოვრების ნებისმიერი დღის ნებისმიერი დეტალი გაიხსენოს, თუნდაც ვის ესაუბრებოდა ტელეფონით 10 წლის წინ 28 ოქტომბერს, ან რა სადილი მოამზადა 7 წლის წინ 10 თებერვალს. ამ ფენომენით ამერიკული პრესა მალევე დაინტერესდა. ''მის მეხსიერებას საზღვრები არ აქვს'' ასეთი სიუჟეტი მოამზადა 37 წლის ნიუ იორკელი მუსიკოსის, ლუიზა ოუვენის შესახებ ამერიკულმა გადაცემამ ''60 წუთი''.

''60 წუთი'' დაინტერესდა იმითაც თუ რამდენად შეესაბამებოდა მის მიერ გახსენებული ფაქტები სინამდვილეს. ამერიკელმა პროფესორმა, რომელიც ადამიანის მეხსიერებას შეისსწავლიდა მასთან გასაუბრება ისურვა. პროფესორმა უთხრა, რომ 1990 წლის იანვარში და თებერვალში რამდენიმე წვიმიანი დღე იყო და თუ შეეძლო გაეხსენებინა ეს დღეები. ლუიზა ოუვენმა კი გაიცინა და თქვა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მისთვის ისეთივე მარტივია, როგორც რომელიმე ჩვენგანისთვის ჩვენივე სახელისა და გვარის გახსენება. მან არამარტო წვიმიანი დღეები, არამედ მთელი ორი თვის ამინდი გაიხსენა. გადაცემის წამყვანმა ამინდის პროგნოზის არქივს გადახედა და მისი ნათქვამის სისწორე დაადასტურა.

როდესაც ''New York Post''_მა შეეკითხა თუ რა მოცდა 1999 წლის 16 ივლისს, ლუიზამ სწრაფად უპასუხა, რომ მაგ დღეს ჯონ კენედი უმცროსი დაიღუპა ავიაკატასტროფაში და ასევე დაამატა, რო მაგ დღეს ''The Iceman Cometh'' მიუზიკლი დაიხურა ბროდვეიზე. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია.


მას ჩაუტარდა უამრავი სახის გამოკვლევა, ფსიქოლოგიური ტესტირებები და მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამგვარი ტიპის მეხსიერება სრულიად ახალი და უცხოა.

6
516
13-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
516
  
2012, 7 ნოემბერი, 22:39
მთლად მე მგვანებია :D
2012, 6 ნოემბერი, 2:24
კარგი სტატიაა :)
2012, 6 ნოემბერი, 0:40
საღოლ ამას :D ასეთი რა ტვინი აქვს?:D
2012, 6 ნოემბერი, 0:24
რა დავწერე ამ წუთას?
2012, 6 ნოემბერი, 0:24
სულ მე მგავს
0 1 6