უცხო ცოლი
ოსკარ უაილდს ერთი პერსონაჟი ჰყავს, რომელიც ასეთ სიტყვებს ამბობს: „ზოგჯერ ჩვენს ცოლებს ისე
ვუყვართ, ისე ვუყვარვართ, რომ, მგონი მზად არიან,
ჩვენთან ერთად ყველაფერი გაიზიარონ. თითქოსდა, სიხარულით მეცხრე ცაზე უნდა იმყოფებოდე ასეთი ცოლის პატრონი ადამიანი, შენ კი ორჭოფობ, რომ ჭაობში ხარ ჩაფლული და სულ
უფრო ძლიერ ეფლობი და ეფლობი სიღრმეში... რისგან არის ეს?” იმისგან, რომ თითოეულ ადამიანს საკუთარი სივრცე ესაჭიროება, სადაც უცხოებს გზა გადაკეტილი უნდა ჰქონდეთ,
თუნდაც ეს უცხო – საკუთარი ცოლი იყოს. რადგან ბოლომდე შეთქვეფა არაფერში ვარგა. ასე რომ, სანამ ქმარს სათევზაოდ წაყვებოდეთ, საკუთარ თავს დაეკითხეთ: „ვინმემ
დაგპატიჟათ?”
ცოტ-ცოტა რამერუმეები
ნათქვამია, ჯოჯოხეთისკენ გზა კეთილ ზრახვებზე გადადისო. ჯოჯოხეთისა რა მოგახსენოთ, მაგრამ
ხშირად ტაძრამდეც ვერ მივყავართ კეთილ განზრახვებს. თქვენი ოცნების მამაკაცთან
შეყრისას, ნუ იჩქარებთ ქველმოქმედებისა და
წყალობით გამოჩენას – მან შეიძლება არასწორად გაგიგოთ.
არ იმეტიჩროთ
შესაძლოა, ერთ
მშვენიერ დღეს თავში აზრი მოგივიდეთ, გაუფრთხილებლად ეწვიოთ მას სახლში ხელში
პაკეტით, საიდანაც თევზების კუდები და ხახვის ფოჩები მოჩანს: „მოვედი, რომ სადილი
მოგიმზადო, ძვირფასო. გეყოფა მშრალი
სოსისებით კუჭის გადატვირთვა”. ღმერთმა დაგიფაროთ ასეთი სიურპრიზებისგან! გვწამს,
რომ თქვენი სწრაფვა მიჯნურის ჯანმრთელობაზე გულწრფელი ზრუნვით იყო ნაკარნახევი.
მაგრამ ის ხომ იმას იფიქრებს, რომ თქვენ მას უთვალთვალებთ და ასეთნაირად ცდილობთ
მის ოჯახში შეღწევას. იცით, რას უშვრებიან გამომჟღავნებულ მოძალადე ჯაშუშებს?
იმპროვიზაციების გარეშე
მას დაბადების დღე აქვს, თქვენ კი თქვენი სიყვარულის ვადაგაუსვლელი ფასეულობის სიმბოლოს აღმნიშვნელი რაიმე „ისეთის” ძებნაში მაღაზიებს
აწყდებით. არ არის საჭირო. საჩუქარი ამჟამინდელი უნდა იყოს, მომავალზე ყოველგვარი
ქარაგმული აქცენტების გამახვილების გარეშე. უმჯობესია რაიმე შინაგანი: ვთქვათ,
მისი უსაყვარლესი ლუდის ყუთი ან ბოთლი კონიაკი.
მის მშობლებს არ დაურეკოთ, თუნდაც კარგად იცნობდეთ მათ. რა იცით, იქნება ის იმას ერიდება, რომ
დედამისმა რამე არ წამოაყრანტალოს თქვენთან
საუბარში – დავუშვათ, ის, რომ ბავშვობაში მას ბატონო კოტეს კი არ ეძახდნენ,
არამედ კოსტა-პრუწას.
დაე, მუდამ ვიყო მე
ნუ იდიასახლისებთ
მის ბინაში. თქვენ გეჩვენებათ, რომ ლამფა უფრო მაგიდას მოუხდება? არ მოხდება.
ყველაფერი თავის ადგილზე დარჩება. არ თქვენ კი... ვინ იცის!