მოვლენები როგორი სამოსი მოვირგოთ ამ გაზაფხულზე? 2014, 2 აპრილი, 23:47
ცივი ზამთრის შემდეგ თითქმის ყველა ველოდებით სულმოუთმენლად გარდაქმნას, რასაც სწორედ რომ გაზაფხულის მობრძანება ჰქვია, თუმცა ახალ სეზონთან ერთად ჩნდება ახალი საფიქრალი- რა ჩავიცვათ? სწორედ დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ კაბების, ფეხსაცმლისა და გამაშების (ელასტიკების) ის მკვეთრი პრინტები, რომელიც საგაზაფხულო განწყობას მეტად აგიმაღლებთ და მოგგვრით სიმკვეთრეს.
1. თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ როგორი "სვიტერი" შეიძინოთ, გთავაზობთ კაშკაშა, გაზაფხულთან ასოცირებულ თბილ ფერებს, რომელიც საკმაოდ ხალისიან და წარმატებულ იმიჯს შეგიქმნით, დიზაინერებმა ხომ სპეციალურად იმუშავეს ამაზე. 2. თუმცა მხოლოდ "სვიტერი" იმიჯისთვის საკმარისი არაა, ჩნდება კითხვა- როგორი "ფეხსაცმელი" შევუხამო? არც ეს გექნებათ სადარდებელი, ვინაიდან წლევანდელი გაზაფხულის სტილიც შესაფერისად მხიარული აარჩიეს ჩვენმა დიზაინერებმა და გვთავაზობენ საკმაოდ პრაქტიკულ და მკვეთრი ფერებით აღჭურვილ ისეთ ფეხსაცმელს, რომელიც განსაკუთრებით ჯინსების მოყვარულთ გამოადგებათ. 3. თუ მაინც თვლით, რომ საკმარისი ეფექტი არ აქვს თქვენს იმიჯს, შემოგთავაზებთ ასევე მხიარულ "გამაშებს" (ლოსინი, ელასტკი). 4. ალბათ ბევრს გსმენიათ ეს ფრაზა: "პეპლები დაფრინავენ ჩემს მუცელში", რაც შეყვარებულ ადამიანს გულისხმობს, გაზაფხულიც სწორედ ის პერიოდია შეიგრძნოთ სიცოცხლე, პეპლებითა და ყვავილებით გაწყობილი ან ვარდისფერი, კრემისფერი და სხვა ღია ფერის - საგაზაფხულო პრინტებით გაწყობილი "კაბა" მოირგოთ, რომლებიც საკმაოდ პრაქტიკულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ თავს და რაც მთავარია სიცოცხლით აგავსებთ. (თუმცა ეს მხლოდ შეყვარებულ ადამიანს როდი ეხება) P.S. ლამაზ, თბილ და ბედნიერ გაზაფხულს გისურვებთ. 50 11-ს მოსწონს |
ერთი პერიოდი ჩაციკლული ვიყავი შავზე, თეთრსა და ნაცრისფერსზე. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ სხვა ფერი სამისი თითქმის არ მქონდა და რაღაცნაირად "დავიგრუზე". მას შემდეგ დავიწყე ფერადი სამოსის ჩაცმა და შევატყე ჩემს თავს ხასიათიც როგორ შემეცვალა, უფრო ხალისიანი გავხდი.