კაბები ვარსკვლავების საუკეთესო კაბების ტოპ ათეული - 2014 წლის მარტი 2014, 1 აპრილი, 21:11 როგორი კაბები შეარჩიეს ვარსკვლავებმა კინოპრემიერისა და წლის ყველაზე ღირსშესანიშნავი საღამოსთვის? ყოველ კვირას Passion.ru წარმოადგენს კვირის ყველაზე საინტერესო სიახლეებს ჰოლივუდის ვარსკვლავების ირგვლივ, ამჯერად კი მათ საუკეთესოთა შორის საუკეთესო კაბების ტოპ ათეული წარმოადგინეს.
საინტერესოდ წარსდგა მსახიობი ემა უიტსონი "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე, რომლის კაბის არჩევანმა ტოპ ათეულში ადგილი დაიკავა.
თაყვანისმცემლები ყურადღებას აქცევენ მათთვის საყვარელი მსახიობების არა მარტო ჩაცმის სტილს, არამედ ნათელ ფერებსაც. ამ მხრივ ყურადღების ცენტრში მოექცა ენ ჰეტევეის ( რომელიც პრემიერაზე მაიამიდან «Рио 2» –
დან დაბრუნდა, ლურჯ - ფორთოხლისფერი კაბა.როგორც უცხოური პრესა წერს, მსახიობის რეიტინგები ამ მხრივ ყოველთვის გამოირჩევა.
ყურადღების ცენტრში მოექცა ჯენიფერ ლოპესი, რომელსაც ღია ცისფერი კაბა ეცვა გაზაფხულის "Safiyaa " კოლექციიდან, დიდი საყურეები, კოქტეილის ბეჭდები და კრემისფერი ფეხსაცმელები"Jimmy Choo". საუკეთესო კაბების ტოპ ათეულში მოხვდა მსახიობ სკარლეტ იოჰანსონის კაბა, რომელიც შინდისფერი კაბით წარსდგა ცერემონიაზე. როგორ გამოიყურება საიდუმლო, ელეგანტური, ქალური და ძალიან სექსუალური ჯენიფერ კონელი ფილმ "ჰოი" - ს პრემიერაზე ბერლინში?მსახიობს შავი ბარხატის გრძელი კაბა ეცვა "Lanvin" - ის კოლექციიდან. არა მარტო შავი კაბა გამოირჩეოდა ელეგანტურობით, საინტერესოა მსახიობ კრისტენ ბელის ატლასის გრძელი ვარდისფერი კაბა "J. Mendel" - ის კოლექციიდან.არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს ეს კაბა, რომელიც მსახიობს "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე ეცვა.სწორედ ეს კაბა გახდა საღამოს კაბების ერთ - ერთი მთავარი ბრენდი. მსახიობმა ლუპიტო ნიონგომ დაჯილდოების საღამოსთვის "Prada" კოლექციაზე შეაჩერა არჩევანი, რომლის ღია ცისფერმა კაბამ ტოპ ათეულში ღირსეული ადგილი დაიკავა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა პენელოპა კრუზმა ღია ვარდისფერი კაბით, რომელიც შავი კონტრასტული ლენტებით იყო გაწყობილი და რომელიც დიზაინერს Giambatista Valli" ეკუთვნოდა, მოახერხა თავისი ჩაცმის სტილით ტოპ ათეულში მოხვედრა. ძალიან მკაცრი, ჰაეროვანი და ელეგანტური კაბა შეარჩია მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ კოლექციიდან "Elie Saab". ბოლოს კი ტოპ ათეულში საპატიო ადგილი სანდრა ბალოკის არჩევანმა მოიპოვა, რომელსაც მუქი ლურჯი ელეგანტური და ჰაეროვანი გრძელი კაბა ეცვა კოლექციიდან "Alexander McQueen". 239 10-ს მოსწონს
|