საზოგადოება რატომ აიძულებს დედა საკუთარ 13 წლის ქალიშვილს ატაროს მეძავის სტატუსი და დღეში ემსახუროს 12 კაცს 2014, 1 აპრილი, 1:02 თქვენთვის მხოლოდ განკითხვის თემას თუ წარმოადგენს ქუჩაში დანახული მეძავი, ხოლო ის ფაქტი თუ რამ აიძულა იგი სხეულით ვაჭრობა დაეწყო, რაღა თქმა უნდა უცნობია. ბევრს არც ისე დალხენილი და ია-ვარდით მოფენილი არ ჰქონია ცხოვრების გზა და რაღაც გამოუვალმა მდგომარეობამ აიძულა ამ არასასურველ გზას დასდგომოდა. ამ სიტყვებით არ იფიქროთ "მათ" ამგვარ გადაწყვეტილებას ვამართლებდე, უბრალოდ არ განიკითხოთ ისინი, რომელთაც ცხოვრებისეულ სირთულესა და გამოცდებს ვერ გაუძლეს და სისუსტემ ამ კონტექსტით სძლიათ. ხოლო თუ ამ ქუჩის მეძავებში ამოიცნობთ მაკიაჟსა და გამომწვევი ფერებით შემოსილი ტანსაცმლის მიღმა 13 წლის გოგონას, რომელიც მზად არის დღეში 12 კაცს ემსახუროს, გაოგნებისა და განკითხვის თემას უმალ წამოგიჭრით. ამ შესავლის შემდეგ კი მინდა გამცნოთ ქალაქ ბანგლადეშის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მეძავის Brist-ის შესახებ, რომელიც ცხოვრობს ქალაქ Daulatdii-ში ყოფილ მეძავ დედასთან ერთად. ბრისტის ყოველდღიურად უხდება მაკიაჟის გაკეთება, რადგან ამით შენიღბოს თავისი ბავშვური სახე და მიიზიდოს "კლიენტურა", თუმცა მიზეზი იმისა, რომ დღეში იგი 12 კაცს ისტუმრებს, სწორედ მისი ასაკია. ბრისტი მეგობარ გოგონებთან ერთად "საშოვარზე", რომელთა ასაკი არ აღემატება 15 წელს: ბრისტის საროსკიპო ადგილი: ბრისტი გადასხმის დროს "სისტემით". ამ პროცედურას ის ხშირად იტარებს რაიმე დაავადებების თავიდან აცილებისა და იმუნიტეტის მოძლიერების მიზნით: ბრისტის, როგორ ზემოთ ავღნიშნე არანაირი სტრესი და იმედგაცრუება არ გადაუტანია ცხოვრებისგან, ის უბრალოდ საკუთარი დედის მსხვერპლია. დედამისი ისეთი დედების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც საკუთარ 11-12 წლის ქალიშვილებს უკვე ამ ნაბიჯისთვის, კერძოდ კი ფულის შოვნისთვის ამზადებენ. ეს ფოტოც დასტური იმისა, რომ ერთ-ერთი მეძავი დედა ჯერ ფერუმარილით ამზადებს საკუთარ 11 წლის ქალიშვილს "შემდგომი" ნაბიჯებისთვის: ეს კი მეძავის ქალიშვილები მინდორში გართობის პროცესში, რომლეთა ასაკიც არ აღემატება 13-15 წელს და უახლოეს მომავალში გადაიბარებენ დედის პროფესიას: P.S. ჩემს მენტალიტეტში არანაირი კონტექსტით არ ზის სხეულით ვაჭრობა, თუმცა ზოგიერთი მეძავის მძიმე ცხოვრების დეტალებით თუ ვიმსჯელებ- მესმის მათი "ამ სისუსტის", მაგრამ დედების ამგვარ ქმედებას საკუთარი ქალიშვილებით ფული იშოვოს და სიბერე ფეხი-ფეხზე გადადებულმა გაატაროს, სრულიად ვეწინააღმდეგები, ჩემი აზრით დასახვრეტები არიან. 245 13-ს მოსწონს
|