კერძები ხორცისაგან ხორცის რულეტები ლორით 2014, 31 მარტი, 20:36 ინგრედიენტები:
● ხორცი - 12 თხელი ნაჭერი
● ლორი - 12 თხელი ნაჭერი
● თეთრი ღვინო - 50 მლ.
● ლობიო - 1 ქილა ● ლიმნის წვენი - 1 სუფრის კოვზი ● ზეითუნის ზეთი - გემოვნებით ● მარილი და პილპილი - გემოვნებით ● ქინძი - გასაფორმებლად მომზადება: ხორცის თხელ ნაჭერს მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, დავადოთ ლორის ნაჭერი და გადავახვიოთ. 2 სუფრის კოვზი ზეთი გავაცხელოთ ტაფაზე და შევწვათ რულონები ყველა მხრიდან. ფერის შეცვლის შემდეგ დავუმატოთ ღვინო და საშუალო ტემპერატურაზე გავაჩეროთ 5 წუთით. მოხარშულ ლობიოს გადავუწუროთ წვენი, ამოვზილოთ, მოვასხათ ლიმნის წვენი, ზეთი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, კარგად ამოვურიოთ, დავალაგოთ ზემოდან შემწვარი რულონები და გავაფორმოთ ქინძის ფოთლებით. გემრიელად მიირთვით 42 7-ს მოსწონს
|