x
image
ტორნადო07
დედობრივი ინსტინქტის საოცარი გამოვლინებები ცხოველთა სამყაროში
დედობრივი ინსტინქტი ალბათ ყველაზე ძლიერი ინსტინქტია. ყოველ შემთხვევაში ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩება ამ საოცარი კადრების ნახვის შემდეგ. ცხოველები თავისთვის სრულიად უცხო პატარებს ისე უვლიან როგორც საკუთარ ნაშიერებს. მოგიყვებით რამოდენიმე საოცარ ისტორიას.


ოქროსფერი რეტრივერი იზაბელა მეორე დედა გახდა ბენგალური ვეფხვის სამი კნუტისათვის. დედამ მათი კვება დაბადებისთანავე შეწყვიტა და ზოოპარკის თანამშრომლებმა მას შემცვლელი უპოვეს.image


ძაღლმა სახელად კატინიამ პატარა გოჭი იშვილა. გოჭუნა ისეთი პატარა დაიბადა, რომ დედა მას ვერც კი ამჩნევდა ამიტომ პატრონმა ის ძაღლს მიუყვანა. image


ამ ძაღლის პატრომა პატარა შველი წყალდიდობისგან გადაარჩინა 2009 წელს სამხრეთ კორეაში. ძაღლი პატარას მეორე დედობს უწევს და უვლის.image



კატა უვლიდა არა მარტო თავის კნუტებს, არამედ სახლში დაბადებულ ლეკვებსაც.image


ნაგაზმა სახელად ლასკა მაშინვე შვილებივით მიიღო გარეული ტახის ორი გოჭი. ის მათ ნამდვილ დედობრივ სიყვარულს არ აკლებდა. ათბობდა ღამე, ბანდა და ეფერებოდა.image


გორილა პატარა კნუტს უვლის.image


პატარა ვეფხვების გაზრდა კი დედა ღორს უხდება.image


ქათამი პატარა გაყინულ ლეკვს ათბობს.


image

2
165
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
165
  
2014, 6 აპრილი, 23:54
ბოლო მეც ძალიან მომეწონა :) მოგპარავ და დავაშეარებ ამ სტატიას ძალიან მომეწონა:)
2014, 30 მარტი, 23:00
ბოლო მომეწონა :D
0 1 2