სხვა ატომური ომის შედეგები... რა დაემართება დედამიწას? 2014, 30 მარტი, 21:51 ატომური ომის შედეგების შესწავლა მეცნიერებმა მხოლოდ 1982 წელს დაიწყეს. კვლევებს საბჭოთა კავშირის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, შვედეთის და საფრანგეთის მეცნიერთა დიდი ჯგუფები ატარებდნენ. საბჭოთა კავშირის მეცნიერთა აკადემიის პირველი დასკვნა 1987 წელს გამოვიდა. კვლევები ტარდებოდა, როგორც ანალიტიკური გზით ისე ხდებოდა მოვლენების მოდელირება.
როგორც ცნობილია ატომური ომი მრავალი სცენარით შეიძლება განვითარდეს, ამიტომ შერჩეულ იქნა ყველაზე მოსალოდნელი ვარიანტები. თუ განვიხილავთ ყველაზე "დამნდობ" ვარიანტს, როდესაც ჩრდილო ნახევარსფეროში აფეთქდება ყველა ატომური ბომბის დაახლოებით 40%, მაშინ ყველაზე მეტად მოსალოდნელია ქვემოთმოყვანილი შედეგების მიღება (ამას ეთანხმება თანამედროვე მეცნიერთა უდიდესი ნაწილი). 1)პირდაპირი დანაკარგები აფეთქებების შედეგად. პირველივე დღეებში დაიღუპება დაახლოებით 1 მილიარდ 500 მილიონი ადამიანი, დაახლოებით ამდენივე მძიმედ დაიჭრება, რომელთაგან მინიმუმ 70% უახლოეს დღეებში გარდაიცვლება. რადიოაქტიური დასხივების შედეგების გათვალისწინებით დედამიწა დაკარგავს მოსახლეობის 30-50%-ს. 2)დადგება "ატომური ღამე", ცაში ატანილი მტვერი დაბლოკავს მზის სხივების 90%-ს. ჩრდილო ნახევარსფეროში ატომური ღამე გაგრძელდება 1.5-8 თვე, სამხრეთ ნახევარსფეროში 4 თვემდე. ფოტოსინთეზი შეწყდება, როგორც დედამიწაზე ისე ოკეანეში. დაირღვევა კვების ჯაჭვი, პირველ რიგში დაიღუპებიან მცენარეები, მერე ცხოველები, დაიწყება შიმშილი კაცობრიობისათვის. 3)დადგება "ატომური ზამთარი": ტემპერატურა ჩრდილო ნახევარსფეროში დაეცემა 30-45 გრადუსით, სამხრეთ ნახევარსფეროში 15-20 გრადუსით. ტემპერატურის მკვეთრი დაცემის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ ზამთარი გაგრძელდება თითქმის ერთი წელი დაიღუპება ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურა, ნიადაგი 1 მეტრის სიღრმემდე გაიყინება, გაქრება მტკნარი წყალი. 4)კლიმატის შეცვლა გამოიწვევს სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმების მომატებას, პირველ რიგში გაიზრდება ქარიშხლების რიცხვი და სიძლიერე. 5)გაჩნდება ხანძრები. დაიწვება დაახლოებით 1 მილიონი კვ.კმ. ტყის საფარველი. ქალაქებში გაჩენილი ხანძრები გამოიწვევენ ტოქსიკური აირების გამოყოფას, რომლებიც მოწამლავენ ყოველივე ცოცხალს. შეიცვლება ატმოსფეროს შემადგენლობა. 6)ოზონის შრე შემცირდება 17-70%-ით. მის აღდგენას მინიმუმ 10 წელი დასჭირდება. ამ პერიოდის განმავლობაში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედენა 100-ჯერ უფრო ინტენსიური იქნება. მოსალოდნელია მძიმე გენეტიკური გადახრები. ადამიანთა და ცხოველთა დიდი ნაწილი დაიღუპება ონკოლოგიური დაავადებების გამო. მართალის პირველი 1 წლის განმავლობაში ულტრაიისფერი სხივები ვერ მოაღწევს დედამიწამდე, რადგან მათ ნეიტრალიზაციას მტვერ მოახდენს, რომელიც დიდი ოდენობით იქნება ატმოსფეროში. 7)შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის ცნობით მოსალოდნელია პანდემიების გავრცელება, რომლებსაც დამღუპველი ხასიათი ექნება კაცობრიობისათვის. როგორც ხედავთ შედეგები ყველასთვის გასაგებია, ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა პირველად ვინ დააჭერს გაშვების ღილაკს. ასე, რომ ყველას მშვიდობიან ათასწლეულს გისურვებთ!!! 877 6-ს მოსწონს
|