სხვა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბრჯენები 2014, 30 მარტი, 17:30 წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობებს. გაიცანით ისინი.
8)საფინანსო ცენტრი ნანცზინ გრინლენდი. სიმაღლე 450 მეტრი: შერეული გამოყენების შენობაა. აქ განლაგებულია ოფისები, მაღაზიები, რესტორნები, ასევე აქ მდებარეობს ობსერვატორია. მდებარეობს ჩინეთში, ქალაქ ნანკინში ტბა სიუანის სანაპიროზე. 7)პერონასის კოშკები, სიმაღლე 451 მეტრი: 88 სართლიანი ცათამბრჯენი მდებარეობს მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში. თითოეული კოშკის ფართობი 395 ათასი კვადრატული მეტრია. აქ 78 მაღალსიჩქარიანი ლიფტია განლაგებული. 170 მეტრის სიმაღლეზე მდებარე "ცის ხიდის" წყალობით თავისუფლად შეიძლება ერთი კოშკიდან მეორეში გადასვლა. 6)საერთაშორისო კომერციული ცენტრი, სიმაღლე 484 მეტრი: მართალია ყველაზე მაღალი შენობაა არაა, მაგრამ მეასე სართულზე მდებარე ღია ტერასა ყველაზე მაღლა მდებარეა მსოფლიოში. აქედან იშლება შანჰაის შესანიშნავი ხედი. 5)შანჰაის მსოფლიო საფინანსო ცენტრი, 492 მეტრი: 101 სართულის, 31 ლიფტის და 33 ესკალატორის გარდა ე შენობა აერთიანებს 3 მიწისქვეშა ავტოსადგომს, რამოდენიმე რესტორანს, კონფერენც-დარბაზს, საგამოფენო მოედანს და ასევე ძალიან პოპულარულ სასტუმრო "პარკ ჰაიატ შანჰაის". 4)ტაიბეი 101, 508 მეტრი: აქ 116 სართულია, საიდანაც 101 მიწის ზემოთაა, 15 კი მიწის ქვეშ. შენობაში 61 ლიფტია, მათ შორის 2 ზომით ორსათულიან ავტობუსს არ ჩამოუვარდება. ლიფტის მაქსიმალური სიჩქარე 1010 მეტრია წუთში. 3)აბრაჯ ალ-ბეითი, სიმაღლე 601 მეტრი: შენობაში განლაგებულია 4 სართულიანი სავაჭრო ცენტრი, 800 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი და ასევე კეთილმოწყობილი ბინები ქალაქის მოსახლეობისათვის. სახურავზე მდებარეობს 2 ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი. 2)ბურჯ-ჰალიფა, 828 მეტრი: ბურჯ-ჰალიფა მდებარეობს დუბაიშ, გაერთიანებულ არაბეთის ემირატებში. 160 სართულს შორის 50 ლიფტი მოძრაობს. 1)ქინგდომ თაუერი, 1007 მეტრი: პროექტში მყოფი ამ შენობის სიმაღლლემ 1007 მეტრს უნდა მიაღწიოს. პროექტის მთლიან ღირებულება დაახლოებით 20 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს (შედარენბისთვის ბურჯ-ჰალიფას აშენება 1, 5 მილიარდი დაჯდა). 438 2-ს მოსწონს
|