x
image
ტორნადო07
ასე გამოიყურება ნამდვილი "ჯოჯოხეთური ცხოვრება"
ეს სტატია თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რითი განსხვავდება ე.წ. "მესამე სამყაროს" ქვეყნები ცივილიზებული სამყაროსგან.image

ეს ასევე არის ერთგვარი მინიშნება მათთვის, ვინც მუდამ წუწუნებს თავისი "ცუდი" ცხოვრების გამო. აი ასე გამოიყურება მართლაც, რომ ცუდი ცხოვრება. ცხოვრება სადაც არა თუ თეთრი, არამედ ნაცრისფერი ზოლებიც არაა, ცხოვრება სამოსავლის გარეშე; ცხოვრება რომლისთვისაც თავის დაღწევა ამ ადამიანებს არ შეუძლიათ.

ყველა ამ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ მათი ცხოვრება საშინელებაა!!!image

მაშ ასე... თქვენ ვინც მუდამ უკმაყოფილო ხართ თქვენი ცხოვრებით. გიხაროდეთ, რომ არ დაიბადეთ ღარიბ, მრავალშვილიან ეთიოპურ ოჯახში, სადღაც ადის-აბებას გარეუბანში, საიდანაც მხოლოდ ერთი გზაა... ბინძურ ასფალტზე, აყროლებული ნაჭრის ქვეშ ძილი.image


აღნიშნული ფოტო ავტორმა გადაიღო უშუალოდ სასტუმროსთან ახლოს, სადაც ის ცხოვრობდა ადის-აბებაში. ავტორი გააკვირვა იმან,
რომ ეს შიშველი ადამიანი სრულიად არავის აინტერესებდა, არც პოლიციას, არც ტაქსისტებს და არც უბრალოდ გამვლელებს... ის მალევე მიხვდა რატომ...image

ადის-აბებაში ნებისმიერ ადგილას შეგიძიათ დაინახოთ ასეთი უფორმო ტომრები. მათ გვერდით ფრთხილად უნდა გაიაროთ, რომ ფეხი არ წამოარტყათ... რატომ? იმიტომ, რომ ეს ტომრები კი არა ნამდვილი, ცოცხალი ადამიანები არიან.image

ფოტოების ავტორის თქმით, ასეთი რამ მას არასოდეს უნდახავს.image

რა თქმა უნდა უსახლკაროები და ღარიბები ყველგან არიან... image

მაგრამ მას არსად უნახია, რომ უამრავი ადამიანი "ეგდოს" (კი არ იწვეს, არამედ მართლაც, რომ ეგდოს) ქუჩაში. მათ შორის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში.image

ადის-აბებაში ეს ჩვეულებრივი, მოვლენაა, როგორც ურნა ტროტუარზე ან ავტობუსი ქუჩაში.image

უფრო სწორად ამ ქალაქის ქუჩებში მსგავსი ადამიანები უფრო დიდი რაოდენობით არიან, ვიდრე ურნები და ავტობუსები...image

გასაგებია, თუ რატომ არ აქცევდნენ იმ ადამიანს ყურადღებას... ასეთები აქ ათასობით არიან.imageimageimageimage






0
500
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
500
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0