თუ თქვენ, ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ხართ, რომელიც
მაღვიძარის დახმარებითაც, ძალიან ძნელად იღვიძებს, მაშინ ეს გამოგონება თქვენთვისაა განკუთვნილი. ერთმა ამერიკელმა შექმნა მაღვიძარა, რომელიც მფლობელის ფულს ანადგურებს, თუ ეს უკანასკნელი დროულად არ გაიღვიძებს.
დამწყებმა გამომგონებელმა რიჩ ოლსონმა შექმნა ეს მოწყობილობა.
ელექტრო მაღვიძარა USB სადენით უკავშირდება ქაღალდის მჭრელ მოწყობილობას. ოლსონის განცხადებით, მოწყობილობა შემდეგნაირად მუშაობს - ქაღალდის დამაქუცმაცებელში მოთავსდება კუპიურა და მაღვიძარის ჩართვისას გარკვეული დროის გასვლის შემდეგ,
თუ მფლობელმა არ გამორთო, დაიწყება კუპიურის დაჭრა.
მიუხედავად იმისა, რომ გამოგონება საკმაოდ საინტერესო და გამოსადეგია განსაკუთრებით ძილის მოყვარული ახალგაზრდებისთვის, ოლსონს და ბევრ სხვა მსურველს ერთი დიდი პრობლემა ექმნებათ, რადგანაც ფულის განადგურება კანონის უხეში დარღვევაა და ბევრ ქვეყანაში პატიმრობითაც ისჯება.
მაგრამ გამომგონებელს ეს არ ადარდებს. ყველა გაფრთხილებაზე, რომელიც მას გადაუგაზვნეს იმის თაობაზე, რომ ამ გამოგონებისთვის შეიძლება იგი გაასამართლონ მან უპასუხა: „მე არ ვნერვიულობ, რადგანაც , ძალიან მეეჭვება, რომ რამდენიმე კუპიურის განადგურების გამო დამიჭირონ“.
აქვე გთავაზობთ ვიდეო რგოლსაც სადაც ნახავთ თუ როგორ
მუშაობს მოწყობილობა.